სასწრაფო დახმარების მანქანა, თურქეთი, არქივის ფოტო

თურქეთის სამხრეთით ქორწილში აფეთქება მოხდა

15
(განახლებულია 12:26 21.08.2016)
მმართველ პარტიაში თვლიან, რომ აფეთქების მიღმა ისლამური სახელმწიფო დგას.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. თურქეთის სამხრეთით ქალაქ გაზიანტეპში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, იტყობინება სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „ასოშეიტედ პრესსზე“ დაყრდნობით. 

თავდასხმა ქორწილის დღესასწაულზე მოხდა. იერლიკაის პროვინციის გუბერნატორმა მომხდარს "ტერაქტი" უწოდა.

 

სააგენტო რეიტერი  Twitter-ში თურქეთის მმართველი პარტიის ერთ-ერთი დეპუტატის განცხადებაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ამ თავდასხმის უკან შესაძლოა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ იდგეს. ამ დროისათვის მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.


15