ორსული

მასმედია: ჩინეთში ქალი უკვე 17 თვეა, ორსულადაა

20
(განახლებულია 17:49 18.08.2016)
ქალის მეუღლის თქმით, ექიმებს ასეთი ხანგრძლივი ორსულობის მიზეზის ახსნა არ შეუძლიათ.

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ჩინეთის ხუნანის პროვინციაში მცხოვრები ქალი უკვე 17 თვის ორსულია. გინესის მსოფლიო რეკორდი დამყარებულია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ People`s Daily-ზე (ჩინეთის კომპარტიის გაზეთ „ჟენმინ ჟიბაოს“ ინგლისურენოვანი ვერსია) დაყრდნობით.

არსებული ინფორმაციით, ვან ში ჯერ კიდევ გასული წლის თებერვალში დაორსულდა. ექიმები ვარაუდობდნენ, რომ მშობიარობის დღე 15 ნოემბერს იქნებოდა, თუმცა ბავშვი ამქვეყნად მოვლენას არ ჩქარობს.

შეშფოთებულმა ქალმა საავადმყოფოში კვლევებისთვის ყოველ 7-10 დღეში ერთხელ დაიწყო სიარული. ექიმებმა 14 თვის ორსულზე საკეისრო კვეთის ოპერაციის ჩატარება გამორიცხეს, რადგან, მათი თქმით, ნაყოფი საკმარისად განვითარებული არ იყო, წერს გაზეთი.

„ექსპერტები ამბობენ, რომ ზოგი ქალი ორსულობის 13 თვის შემდეგ მშობიარობს, მაგრამ არანაირად — 17 თვის შემდეგ. მათ მიზეზის ახსნა არ შეუძლიათ“, — აცხადებს ქალის მეუღლე.

გაზეთი ასევე წერს, რომ მომავალი დედა თავს კარგად გრძნობს. მისი თქმით, მას ოპერაციას ორსულობის მე-18 თვეზე გაუკეთებენ.

20