ორგანოს გადანერგვა

რიოში დაღუპულმა მწვრთნელმა თავისი ორგანოებით ოთხი ადამიანი იხსნა სიკვდილისგან

21
(განახლებულია 14:22 18.08.2016)
გერმანელი შტეფან ჰენცე ბრაზილიის დედაქალაქში 12 აგვისტოს ავტოკატასტროფაში მოყვა და, მიუხედავად სასწრაფოდ ჩატარებული ოპერაციისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. გერმანიის ნიჩბოსანთა ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელი შტეფან ჰენცე, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში დაიღუპა, ოთხი ადამიანის დონორი გახდა და მათი სიცოცხლე იხსნა, იუწყება Р-Спорт-ი Die Welt-ზე დაყრდნობით.

35 წლის ჰენცემ ავტოკატასტროფაში თავის მძიმე ტრამვა მიიღო. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში და ნეიროქირურგიულ განყოფილებაში ოპერაცია გაუკეთეს. თუმცა მისი გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა.

რი-დე-ჟანეიროს ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ გერმანელი მწვრთნელის გული, ღვიძლი და ფილტვები წარმატებით გადაუნერგეს სხვა ადამიანებს, რამაც ოთხი სიცოცხლის გადარჩენა გახადა შესაძლებელი.

შტეფან ჰენცე 2004 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი იყო კანოეთი ცურვაში.

21