ფეისბუქი

„ფეისბუქის“ აქციებზე პრეტენზიის მქონე პოლ ჩელია აშშ-დან გაიქცა

10
(განახლებულია 14:08 18.08.2016)
ჩელიას შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი, მაგრამ პოლიციამ იქ მხოლოდ სასამართლოს მიერ გაცემული სპეციალური სამაჯური იპოვა, რომელიც ვენტილატორზე ტრიალებდა და მოძრაობის ილუზიას ქმნიდა.

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ამერიკელმა პოლ ჩელიამ, რომელსაც „ფეისბუქისა“ და მარკ ცუკერბერგის ქონების მოტყუებით მითვისების მცდელობაში ედება ბრალი, აშშ მკვლელობის მუქარის გამო დატოვა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტელეარხ Sky News-ზე დაყრდნობით.

პოლ ჩელია ამტკიცებდა, რომ 2003 წელს ხელი მოაწერა მარკ ცუკერბერგთან კონტრაქტს, რომლის თანახმადაც უნდა მოეფიქრებინა საიტის დიზაინი და, ამასთან, ბიზნესის 50%-საც იძენდა. მისი თქმით, პროექტი 34 დღეში გაამზადა, ცუკერბერგს ბიზნესის წილის საფასურად 1000 დოლარი გადაუხადა და დამატებით კაპიტალის 34%-იც მიიღო. 

სასამართლომ პოლ ჩელია დოკუმენტების გაყალბებასა და „ფეისბუქისა“ და ცუკერბერგის ქონების მოტყუებით მითვისების მცდელობაში დაადანაშაულა, რასაც ბრალდებული უარყოფდა.

ერთი წლის წინ პოლიციამ აღმოაჩინა, რომ ჩელია, რომელსაც შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი, სახლში არ იყო. არსად ჩანდნენ არც მისი შვილები და მეუღლე. ხოლო სასამართლოს მიერ გაცემული სპეციალური სამაჯური ვენტილატორზე ტრიალებდა და მოძრაობის ილუზიას ქმნიდა.

პოლ ჩელიამ განაცხადა, რომ იძულებული გახდა დაეტოვებინა შეერთებული შტატები, ვინაიდან მიიღო „მეტად დამაჯერებელი“ მუქარა დაპატიმრების და მოკვლის თაობაზე.

როგორც ტელეარხი Sky News იუწყება, ჩელია ამტკიცებს, რომ „ვერავის ენდობა მთავრობაში და როგორც კი შანს გაუჩნდა, მაშინვე გაქცევით უშველა თავს“.

ცნობილია, რომ ჩელიამ უკვე მოითხოვა თავშესაფარი სხვა ქვეყანაში, ოღონდ კერძოდ რომელში, არ კონკრეტდება.

10