ხელისუფლება ლონდონის მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშილონდონი
ლონდონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი მოქალაქეებს დაესხა თავს, რის შედეგადაც ერთი ქალი გარდაიცვალა.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ლონდონის მერმა სადიკ ჰანმა ქალაქის მოსახლეობას სიმშვიდისა და ყურადღებისკენ მოუწოდა. გუშინ ახალგაზრდა მამაკაცი ლონდონის ცენტრში ადამიანებს დანით დაესხა თავს, იუწყება ხუთშაბათს საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.

თავდასხმა გუშინ, ოთხშაბათს რასელ-სკვერზე მოხდა. დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად ერთი ქალი გარდაიცვალა, ხუთი — დაშავდა. პოლიცია, პირველ რიგში, ტერორიზმის ვერსიას განიხილავს.

ადგილზე დაკავებული 19 წლის ახალგაზრდა, პოლიციის წინასწარი მონაცემებით, ფსიქიკური აშლილობით არის დაავადებული.

„მოვუწოდებ ლონდონის მოსახლეობას, შეინარჩუნოს სიმშვიდე და გამოიჩინოს სიფრთხილე. გთხოვთ, ყოველივე საეჭვოს შესახებ პოლიციას მიმართეთ“, — მიმართა ჰანმა მოქალაქეებს. „ჩემთვის ლონდონის მოსახლეობის უსაფრთხოება პირველ ადგილზეა“, — დასძინა მან.

ლონდონის პოლიცია ქალაქის ქუჩებში ქვედანაყოფების, მათ შორის, შეიარაღებული რაზმების რაოდენობას ზრდის.

პოლიციის წარმომადგენელმა სპეციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ „გამოძიებას პოლიციის სისხლის სამართლის დანაშაულის განყოფილება უძღვება, მას მხარდაჭერას ანტიტერორისტული ქვედანაყოფი უწევს“.

„ხვალ ლონდონელები ქუჩაში პოლიციელების გაზრდილ რაოდენობას იხილავენ, მათ შორის, გაიზრდება შეიარაღებული ქვედანაყოფებიც“, — განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს „სიფრთხილის ზომაა“.

ოთხშაბათს პოლიციამ უკვე განაცხადა დამატებით 600 შეიარაღებული პოლიციელის შესახებ, რომლებიც ბრიტანეთის დედაქალაქის ქუჩებში პატრულირებას შეუდგნენ.

ყველა ახალი ამბავი
0