აფეთქება სტამბულში - გარდაცვლილია 11 ადამიანი

© REUTERS / Osman Örsalაფეთქება სტამბულში
აფეთქება სტამბულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აფეთქება სპეცდანიშნულების ძალების ავტობუსთან მოხდა, რის შემდეგაც გაისმა რამდენიმე გასროლის ხმა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქდა დისტანციური მართვის თვითნაკეთი ყუმბარა.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ძლიერი აფეთქების შედეგად, რომელიც სტამბულის ცენტრალურ რაიონ ბეიაზიტ ვეზნეჯილერში მოხდა, 11 ადამიანი გარდაიცვალა, 36-მა კი სხეულის დაზიანება მიიღო. გარდაცვლილთა შორის შვიდი პოლიციელია.

სტამბული - Sputnik საქართველო
სტამბულში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა

აფეთქება სპეცდანიშნულების ძალების ავტობუსთან მოხდა, რის შემდეგაც გაისმა რამდენიმე გასროლის ხმა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქდა დისტანციური მართვის თვითნაკეთი ყუმბარა. სავარაუდოდ, სამიზნე პოლიციის ავტობუსი იყო.

ბოლო პერიოდში სტამბულში ტერაქტების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. ანალოგიური ფაქტი მაისის შუა რიცხვებში მალთეფეს რაიონში მოხდა, რამდენიმე დღით ადრე კი ამ ქალაქში დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, რასაც რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ხუთი სამხედრო იყო.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა თურქეთში აკრძალულმა ქურთისტანის მუშათა პარტიამ აიღო.

ყველა ახალი ამბავი
0