თვითმფრინავი

კვიპროსის საგარეო უწყება: ლარნაკის აეროპორტში ოპერაცია დასრულდა

11
(განახლებულია 17:19 29.03.2016)
აეროპორტს ფრენების აღდგენის შესახებ თანხმობა ჯერ არ მიუღია, თუმცა, ეგვიპტური ავიაკომპანიის კუთვნილი ავიალაინერის გამტაცებელი უკვე დაკავებულია, განაცხადა ორგანიზაციის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ლარნაკის აეროპორტში ოპერაცია, სადაც გატაცებულმა თვითმფრინავმა А320-მა დაშვება განახორციელა, დასრულდა, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ კვიპროსის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

„ყველაფერი დასრულდა. მზადდება მინისტრის განცხადება“, — განაცხადა სამინისტროს თავამშრომელმა.

ადგილობრივი დროით 08:30 საათზე ეგვიპტური ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავის გატაცების შესახებ შეტყობინება შემოვიდა. თვითმფრინავი შიდა რეისს — ალექსანდრია-კაირო- ასრულებდა. გამტაცებელი კვიპროსის ლარნაკის აეროპორტში ითხოვდა თვითმფრინავის დაშვებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ფეთქებით იმუქრებოდა.

​თვითმფრინავის დაშვების შემდეგ გამტაცებელმა ეგვიპტური წარმომავლობის ქალები და ბავშვები გაათავისუფლა და ხელისუფლებას თავისი ყოფილი ცოლისთვის, რომელიც კვიპროსში ცხოვრობდა,  წერილი გადასცა. გამტაცებელმა ასევე მოითხოვა ცოლთან შეხვედრა. ამის შემდეგ მოხდა დანარჩენი მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების გათავისუფლება.  დაახლოებით 15:00 საათისთვის დამნაშავე თავად ჩაბარდა და ის დააკავეს.

11