კვიპროსის პრეზიდენტი: თვითმფრინავის გატაცება ტერაქტი არაა, „ქალს უკავშირდება“

© REUTERS / YIANNIS KOURTOGLOUთვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეგვიპტის ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავი A320 ალექსანდრიიდან კაიროში მიფრინავდა. გამტაცებელი ჯიჰადის ქამრით იმუქრებოდა და პილოტები აიძულა, თვითმფრინავი კვიპროსზე, ლარნაკის აეროპორტში დაესვათ.

თბილისი, 29 მარტი —  Sputnik. კვიპროსის პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადისის განცხადებით, ეგვიპტური თვითმფრინავის გატაცება ტერაქტის შემთხვევა არ არის.

„ყველაფერი ყოველთვის ქალთან არის დაკავშირებული“, — სიცილით უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცთან პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ.

შულცი კვიპროსში იმყოფება. პრესკონფერენცია პირდაპირ ეთერში სახელმწიფო ტელეარხმა RIK-მა გადასცა.

თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
თვითმფრინავ А320-ის გამტაცებელი ეგვიპტელი იბრაჰიმ სამაჰია

როგორც შულცმა განაცხადა, თითქმის ყველა მგზავრი გათავისუფლებულია. ანასტასიადისის განმარტებით, დარჩენილი მძევლების გათავისუფლებისთვის ყველაფერი კეთდება.

მანამდე მედია იტყობინებოდა, რომ გამტაცებელი თვითფრინავის მეთაურსა და მგზავრებს ემუქრებოდა, რომ თუ ისინი მის მოთხოვნებს არ შეასრულებდნენ, ის ჯიჰადის ქამარს აამოქმედებდა. მან მარშრუტის (ალექსანდრია-კაირო) შეცვლა მოითხოვა და თვითმფრინავი კვიპროსის ლარნაკის აეროპორტში დაეშვა. შემდეგ მან მგზავრთა ნაწილი გაუშვა. ამჟამად ის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს ეგვიპტელი მფრინავის მეშვეობით აწარმოებს.

ტელევიზიის განცხადებით, ეგვიპტის მოქალაქემ თვითმფრინავი პირადი მოტივებით გაიტაცა. მან მოითხოვა, რომ წერილი გადაეცათ თავისი ყოფილი ცოლისთვის, რომელიც კვიპროსში ცხოვრობს. ამჟამად პოლიციას ქალი ლარნაკის აეროპორტში მიჰყავს.

მედიის ინფორმაციით, გამტაცებელი იბრაჰიმ სამაჰია. გარდა ამისა, არ დასტურდება ინფორმაცია ჯიჰადის ქამრის არსებობის შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0