ადამიანები პატივს მიაგებენ ტერაქტში დაღუპულთ

12 მიზეზი, რომელმაც ბრიუსელი ტერაქტამდე მიიყვანა

26
Politico-ს მხრიდან ბელგიის ხელისუფლების შეცდომების ჩამონათვალში დასახელდა თურქეთის მიერ ერთ-ერთ თვითმკვლელ-ტერორისტზე გავრცელებული ინფორმაციის უყურადღებობა. ასევე გამოცემა აკრიტიკებს ღამის 9 საათიდან დილის 5 საათამდე შუალედში ქუჩებში რეიდებისა და შემოწმებების აკრძალვას.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. გამოცემა Politico-მ ის 12 შეცდომა თუ ხარვეზი დაასახელა, რომელიც, გამოცემის მოსაზრებით, ბელგიის ხელისუფლებამ დაუშვა და რამაც შესაძლებელი გახადა  ბრიუსელის 22 მარტის ტერაქტის მოწყობა.

ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში 22 მარტს ორი აფეთქება მოხდა. მესამე აფეთქება მოგვიანებით მეტროსადგურ "მალბეკში" მოხდა.  ტერაქტების შედეგად, რომელიც სამმა თვითმკვლელმა-ტერორისტმა განახორციელა, დაიღუპა 35 და დაიჭრა 340 ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

Politico ბელგიის ხელისუფლების ერთ-ერთ შეცდომად თურქეთის მიერ ერთ-ერთ თვითმკვლელ-ტერორისტზე, რომელმაც ბრიუსელის აეროპორტში ტერაქტი განახორციელა, გავრცელებული ინფორმაციის უყურადღებობას და ასევე სირიის ომში წამსვლელი რადიკალურად განწყობილი  ბელგიელი მოქალაქეების არასათანადო კონტროლს ასახელებს.

გამოცემა ასევე აკრიტიკებს ღამის 9 საათიდან დილის 5 საათამდე შუალედში რეიდებისა და შემოწმებების აკრძალვას;პოლიციის კომისარიატების არასათანადო დაფინანსებას; საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში არასაკმარისი რაოდენობის სათვალთვალო კამერებს და მოლენბეკის კომუნის ბურგომისტრის მხრიდან მუსლიმ ახალგაზრდებს შორის რადიკალიზმის გაღვივებასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციისადმი პასიურობას.

© RIA Novosti. Виктория Иванова
Флейтист сыграл в центре Брюсселя в память жертв серии терактов

ამასთან ერთად, ბელგიის ხელისუფლებას ადანაშაულებენ სამართალდამცავ ორგანოებს  შორის ინფორმაციის დროულად არგაცვლის, ეჭვმიტანილი „არა იმ“ თვითმკვლელი-ტერორისტების დაკავებისა და ეჭვმიტანილთა ტერორისტული წარსულის მონაცემების აღრევის გამო.

გარდა ამისა, მედია მიიჩნევს, რომ სამართალდამცველებმა დროულად არ გადაუგზავნეს ფრანგ გამომძიებლებს სალაჰ აბდესლამის მონაცემები, რომელიც პარიზში 2015 წლის 13 ნოემბერს მომხდარ ტერაქტების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი და რომელიც მხოლოდ „პარიზული“ დოსიის ფარგლებში დაიკითხა.

26
თემები:
ტერაქტები ბრიუსელში (39)