უკრაინის გენერალურმა პროკურორმა საყვარელიძის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიუკრაინის დროშა
უკრაინის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოდესის ოლქის პროკურორს დავით საყვარელიძეს უკრაინის გენერალური პროკურორის ვიქტორ შოკინის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ასეთი გადაწყვეტილება უმაღლესი რადას დეპუტატების მრავალრიცხოვანმა მიმართვებმა განაპირობა, განაცხადა გენერალური პროკურატურის პროკურორმა ვლადისლავ კუცენკომ.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ შოკინმა თავისი მოადგილის, ოდესის ოლქის პროკურორის დავით საყვარელიძის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა გენერალური პროკურატურის პროკურორმა ვლადისლავ კუცენკომ ტელეარხ „112 უკრაინას“ ეთერში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

„დღეს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა გენერალური პროკურორის მოადგილის, ოდესის ოლქის პროკურორის დავით საყვარელიძის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო“, — განაცხადა კუცენკომ სამშაბათს.

მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება განპირობებულია „უმაღლესი რადას დეპუტატების არაერთი მიმართვის, ასევე, პროკურორის ეთიკის უხეში დარღვევის გამო, საყვარელიძის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაყენებით“.

მოგვიანებით გენერალური პროკურატურის ვებგვერდზე საყვარელიძის გათავისუფლების შესახებ განცხადება და დოკუმენტები დაიდო.

"ბოლო დროს არაერთხელ შემოვიდა დეპუტატების კოლექტიური მიმართვა და მოთხოვნები „პროკურატურის შესახებ“ კანონის მოთხოვნებთან საყვარელიძის თანამდებობის შეუსაბამობისადმი დაკავშირებით. ასევე, პროკურატურის მონაცემებით, გადაწყვეტილების საფუძველი კიევის საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოში უკრაინის სახალხო დეპუტატის სარჩელი გახდა", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ოდესის ოლქის პროკურორის ვალდებულებებს პირველი მოადგილე ოლეგ ჟუჩენკო შეასრულებს.

გასულ კვირაში ოდესის საოლქო საბჭოს დეპუტატებმა გენპროკურორის მოადგილის საყვარელიძის გათავისუფლების შესახებ შოკინისადმი მიმართვას დაუჭირეს მხარი. მანამდე საყვარელიძემ პროკურატურის მუშაკთა მასობრივი გათავისუფლების შესახებ განაცხადა, რომლებიც უკრაინელი „ბრილიანტის პროკურორების“ საქმეს იძიებდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0