კვიპროსში ვარაუდობენ, რომ გატაცებული A320-ის ბორტზე 15-20 ადამიანი დარჩა

© REUTERS / YIANNIS KOURTOGLOUგატაცებული თვითმფრინავი ლარნაკის აეროპორტში
გატაცებული თვითმფრინავი ლარნაკის აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უცნობმა მამაკაცმა სამშაბათს ავიაკომპანია Egypt Air-ის თვითმფრინავი გაიტაცა. მოლაპარაკებების შედეგად მან შვიდკაციანი ეკიპაჟისა და ოთხი უცხოელის გარდა, ყველა მგზავრი გაუშვა.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. კვიპროსის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვარაუდობს, რომ გატაცებული ეგვიპტური ავიააინერის ბორტზე, რომელიც ლარნაკის აეროპორტში დაეშვა, 15-დან 20 ადამიანამდე დარჩა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.

უცნობმა მამაკაცმა სამშაბათს ავიაკომპანია Egypt Air-ის თვითმფრინავი გაიტაცა, რომელიც შიდა რეისს — ალექსანდრია-კაირო ასრულებდა. ის თვითფრინავის მეთაურსა და მგზავრებს ემუქრებოდა, რომ თუ ისინი მის მოთხოოვნებს არ შეასრულებდნენ, ის ჯიჰადის ქამარს აამოქმედებდა.

მანამდე ეგვიპტის ავიაციის სამინისტროში განაცხადეს, რომ მოლაპარაკებების შედეგად გამტაცებელმა შვიდკაციანი ეკიპაჟისა და ოთხი უცხოელის გარდა, ყველა მგზავრი გაუშვა.

ყველა ახალი ამბავი
0