თვითმფრინავი

თვითმფრინავის გამტაცებელი ლარნაკის აეროპორტიდან პოლიციის გაყვანას მოითხოვს

8
ავიამეკობრემ ეგვიპტური წარმოშობის ქალებსა და ბავშვებს თვითმფრინავის დატოვების უფლება მისცა.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. თვითმფრინავ А320-ის გამტაცებელი ლარნაკის აეროპორტიდან პოლიციის ძალების გაყვანას მოითხოვს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ კვიპროსის ახალი ამბების სააგენტოზე დაყრდნობით.

აეროპორტში თავმოყრილია პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა და სასწრაფო დახმარების ავტომობილები.

სააგენტოს ინფორმაციით, ბორტზე ერთი ავიამეკობრე იმყოფება.

გამტაცებელმა ეგვიპტური წარმოშობის ქალებსა და ბავშვებს თვითმფრინავის დატოვების უფლება მისცა. სააგენტოს ცნობით, სულ ბორტზე 55 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა.

8