კაპიტოლიუმში სროლის ამტეხ მამაკაცს ბრალი წაუყენეს

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიკაპიტოლიუმი
კაპიტოლიუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამნაშავე - 66 წლის მამაკაცი ტენესიდან პოლიციის თვალთახედვის არეში სხვა დროსაც მოხვედრილა. კერძოდ, იგი დაიჭირეს ოქტომბერში, როცა იგი ცდილობდა წარმომადგენელთა პალატის სხდომა ჩაეშალა.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. მამაკაცს, რომელმაც ვაშინგტონში,  კაპიტოლიუმის ვიზიტორთა ცენტრში სროლა ატეხა, ბრალი წაუყენეს იარაღის გამოყენებით თავდასხმასა და  პოლიციელზე შეიარაღებულ თავდასხმაში, იტყობინება სააგენტო რია ნოვოსტი გაზეთ Washington Post-ზე დაყრდნობით. 

ორშაბათს, კაპიტოლიუმის ვიზიტორთა ცენტრში სროლის ხმა ისმოდა, შენობა უსაფრთხოების მიზნით დაიკეტა. მსროლელი დააკავეს, ერთი პოლიციელი დაიჭრა, თუმცა ჭრილობა სიცოცხლისათვის საშიში არ აღმოჩნდა. 

ვაშინგტონი - Sputnik საქართველო
ორეგონის შტატის კოლეჯში სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ინფორმაციით, შეიარაღებული მამაკაცი 66 წლის ლარი დოუსონია ტენესიდან. იგი ხშირად მიდიოდა კაპიტოლიუმის გორაკზე და იქ საპროტესტო აქციებს აწყობდა. 

ოქტომბერში პოლიციას უკვე ჰყავდა დაკავებული დოუსონი, მაშინ, როცა ის ცდილობდა წარმომადგენელთა პალატის სხდომის ჩაშლას შეძახილით „ღვთის წინასწარმეტყველი“. მოგვიანებით სასამართლომ მას კონგრესში გამოჩენა აუკრძალა. 

გაზეთის მონაცემებით, დოუსონის მდგომარეობა სტაბილურია, მას საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ სასამართლოში მიიყვანენ. 


ყველა ახალი ამბავი
0