ესპანეთში „ქართული მაფიის“ საქმის მთავარი ფიგურანტი ბრალს არ აღიარებს

© photo: Sputnik / Andrei Starostinკანონისა და მართლმსაჯულების სიმბოლოები
კანონისა და მართლმსაჯულების სიმბოლოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახა შუშანაშვილმა უარი თქვა ეპასუხა პროკურორის კითხვებზე და მხოლოდ მისი ადვოკატისთვის ჩვენების მიცემას დათანხმდა.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ესპანეთის ეროვნულ სასამართლოში ორშაბათს დაწყებულ პროცესზე ე.წ. „ქართული მაფიის“ საქმეზე მთავარმა ბრალდებულმა კახაბერ შუშანაშვილმა („კახა რუსტავსკი“) უარი განაცხადა ბრალის აღიარებაზე. 

„მრავალი წლის მანძილზე მე „კანონიერ ქურდს“ მიწოდებენ, მაგრამ მე ის არ ვარ“, — თქვა შუშანაშვილმა სასამართლოზე. მან ასევე უარი თქვა ეპასუხა პროკურორის კითხვებზე და მხოლოდ მისი ადვოკატისთვის ჩვენების მიცემას დათანხმდა. 

შუშანაშვილმა ასევე უარყო, რომ რომელიმე დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრია. მან დაადასტურა, რომ ესპანეთში 2005 წლიდან ცხოვრობს და თქვა, რომ ფულს ლეგალურად შოულობდა და გარკვეულ თანხებს საკუთარ ოჯახს უგზავნიდა საქართველოში. 

პროკურორები ხოსე გრინდა და ფერნანდო ბერმეხო მოითხოვენ, რომ შუშანაშვილს 32 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდოს და ჯარიმის სახით 2 მილიონ ევროზე მეტის გადახდა დაეკისროს. 

დაკავება - Sputnik საქართველო
კიევში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

სულ საბრალდებო სკამზე 20 ადამიანია. დაჯგუფება ესპანეთში, იტალიაში, გერმანიაში, შვეიცარიასა და საფრანგეთში მოქმედებდა. კახაბერ შუშანაშვილი ბარსელონაში ცხოვრობდა, სადაც ის 2010 წელს დააკავეს. 2011 წლის დეკემბერში შუშანაშვილმა უარი თქვა საქართველოში ექსტრადიციაზე, სადაც იგი ეჭვმიტანილია გამოძალვასა და რეკეტში. მან საქართველოს „თვალთვალის სამოთხე“ უწოდა. 2013 წელს იგი გაანთავისუფლეს 50 ათას ევროიანი გირაოს სანაცვლოს, იმის გამო, რომ ესპანეთის პროკურატურამ დროულად ვერ მოახერხა საკმარისი მტკიცებულებების შეგროვება. 

როგორც პროკურატურის დასკვნაშია აღნიშნული, ამ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები „გეგმავდნენ აურაცხელ დანაშაულებს“, „განკარგავდნენ თანხებს, რომელიც ნაშოვნი იყო, მათ შორის, გამოძალვითა და ქურდობით“, მფარველობდნენ „კანონიერ ქურდებს“ (ცხოვრების უფლება, მემკვიდრეობა), შოულობდნენ თანხებს დანაშაულებრივი გზით, კომერციული სტრუქტურების მეშვეობით. 

იმ დანაშაულებს შორის, რომელთაც ბრალდებულებს უყენებენ, არის ნიცაში მცხოვრები „კანონიერი ქურდის“ ვლადიმერ ჯანაშიას მკვლელობის მცდელობა. თავდასხმა ჯანაშიაზე ბარსელონაში დაიგეგმა, თუმცა სავარაუდო შემსრულებელი საფრანგეთის პოლიციამ დააპატიმრა. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე თავდასხმის ორგანიზება მოხდა. საბოლოოდ ჯანაშია 2010 წლის მარტში მარსელში მოკლეს. 

ფილმი  კანონიერი ქურდი - Sputnik საქართველო
„პრაიმ კრაიმი“: კანონიერი ქურდების სიაში ქართველები ლიდერობენ

ესპანეთის პროკურატურის დასკვნაში ასევე ნახსენებია გამოძალვა, ნარკოტიკების ტრანსპორტირება, თაღლითობა, ფალსიფიცირებული საკრედიტო ბარათების გამოყენება. დაჯგუფების წევრები, სავარაუდოდ, ასევე ფულისა და ძვირფასეულობის ქურდობით იყვნენ დაკავებული იტალიაში. 

კახაბერ შუშანაშვილი — ლაშა შუშანაშვილის ძმაა, რომელსაც ევროპაში „ქართული მაფიის ლიდერს“ უწოდებენ. 2013 წელს ლაშა შუშანაშვილს საბერძნეთის სასამართლომ 14–წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ, როგორც რუსული მასმედია იუწყება, გასულ წელს გაათავისუფლეს და 2015 წლის ოქტომბერში იგი მოსკოვში ნახეს. 


ყველა ახალი ამბავი
0