მედია: „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაახლოებული ავსტრალიელი კენგურუს დანაღმვას გეგმავდა

© photo: Sputnik / Pavel Lisitsin / გადასვლა მედიაბანკშიკენგურუ
კენგურუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა მამაკაცს კენგურუს ჩანთაში ბომბის დამონტაჟება და მისი გაშვება ვეტერანთა დღესცერემონიისას უნდოდა.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ახალგაზრდა ავსტრალიელი, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირშია ეჭვმიტანილი, კენგურუს ჩანთაში ბომბის დამონტაჟებას აპირებდა, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ გაზეთ HeraldSun-ზე დაყრდნობით.

ცხრამეტი წლის სევდეთ რამადან ბესიმი სასამართლოს წინ მელბურნში ან მეზობელ ქალაქში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვის ბრალდებით წარდგა.

გამოძიების მასალებით, ბესიმი სავარაუდო ტერორისტებთან კენგურუს ჩანთაში ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟების შესაძლებლობას განიხილავდა; ასევე ისინი ცხოველზე „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლოს დახატვას და შემდეგ მელბურნში ან მის მეზობელ ქალაქ დანდენონგში, ვეტერანთა დღესთან დაკავშირებული ცერემონიისას მის გაშვებას გეგმავდნენ.

ბრალდება ბესიმის წინააღმდეგ ინტერნეტ-მიმოწერას ეყრდნობა, სადაც ის განიხილავდა პოლიციის ოფიცრის მკვლელობას, მისთვის თავის მოკვეთას, ასევე სამართალდამცავის ტაბელური იარაღით გამვლელების დახოცვასგეგმავდა.

ახალგაზრდამ სასამართლოზე ბრალი არ აღიარა.


ყველა ახალი ამბავი
0