გაზსადენი ირანიდან სრულად დააკმაყოფილებს სომხეთის მოთხოვნებს

© photo: Sputnikგაზსადენი
გაზსადენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სომხეთს ბუნებრივი აირის რუსეთიდან თბილისის გავლით მიეწოდება. „გაზპრომი“ სომხეთში ყოველწლიურად 2,5 მლრდ კუბომეტრის მოცულობის ბუნებრივი აირის მოწოდებას ახორციელებს.

თბილისი, 27 იანვარი —  Sputnik. „სომხეთ-ირანის“ გაზსადენი აუცილებლობის შემთხვევაში სრულად დააკმაყოფილებს სომხეთის მოთხოვნილებას ბუნებრივ აირზე, განაცხადა „გაზპრომ სომხეთის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ გრანტ თადევოსიანმა, იუწყება "Sputnik სომხეთი".

თადევოსიანის განმარტებით, თავის დროზე კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება „სომხეთ-ირანის“ გაზსადენის მშენებლობის შესახებ, განსაკუთრებით გაზსადენის დიამეტრის — 700 მილიმეტრი — გათვალისწინებით, ძალზე მართებული აღმოჩნდა. 

გაზსადენი - Sputnik საქართველო
მედია: ირანი საქართველოში ბუნებრივი აირის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

 „ამ დროისათვის გაზსადენი რეზერვს წარმოადგენს, თუმცა, აუცილებლობის შემთხვევაში იგი სრულად უზრუნველყოფს სომხეთს ბუნებრივი აირით“, — განმარტა მან.

ირანიდან სომხეთისკენ გაზსადენი 2007 წელს გაიხსნა. ირანული გაზი ელექტროენერგიად გარდაიქმნება, რომელიც ირანში ექსპორტისთვისაა გამიზნული — 1 კუბომეტრზე 3 კვ/სთ-ი.

სომხეთის შიდა ბაზარზე ბუნებრივი აირის მოწოდებასა და განაწილებაზე მონოპოლიას „გაზპრომ სომხეთი“ ფლობს. რუსეთიდან ბუნებრივი აირი სომხეთში საქართველოს გავლით შედის. 

„გაზპრომმა“ და“გაზპრომ სომხეთმა“  2014-2018 წლებში სომხეთში რუსული გაზის მოწოდების შესახებ კონტრაქტი 2013 წლის დეკემბერში გააფორმეს. კონტრაქტის თანახმად, „გაზპრომი“ სომხეთში ყოველწლიურად 2,5 მლრდ კუბომეტრის მოცულობის ბუნებრივი აირის მოწოდებას ახორციელებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0