ობამამ "ოსკარის" ირგვლივ ატეხილ სკანდალზე კომენტარი გააკეთა

© RIA Novostiბარაკ ობამა
ბარაკ ობამა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ობამა დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი სფეროს მთავარი მიზანი, მათ შორის კინოინდუსტრიისაც, თითოეული ადამიანისთვის საკუთარი ტალანტის გამოვლენისთვის შანსის მიცემაა.

თბილისი, 28 — Sputnik.  აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ „ოსკარის“ ირგვლივ ატეხილ სკანდალთან დაკავშირებით თავისი აზრი დააფიქსირა და ამერიკულ კინოაკადემიას ეთნიკური და რასობრივი უმცირესობების კინოეკრანებზე წარმოდგენისკენ მოუწოდა. 

ლეონარდო დი კაპრიო - Sputnik საქართველო
„ოსკარის“ ნომინაცია: ლიდერობს „გადარჩენილი“ და „შეშლილი მაქსი“

2016 წლის „ოსკარზე“ არცერთ ნომინაციაში უმცირესობების წარმომადგენლები დასახელებულნი არ ყოფილან. აკადემიამ აღნიშნა, რომ რეფორმებს გაატარებს და თავის შემადგენლობაში 2020 წლამდე მანდილოსნებისა და უმცირესობების წარმომადგენელთა რაოდენობას გააორმაგებს.

„ვფიქრობ, თუ თითოეული ადამიანის ისტორიას მოვყვებით, ამით თავად ხელოვნება გახდება უფრო უკეთესი. (ინდუსტრია) გართობის უკეთესი იქნება, ყველა საკუთარ თავს ამერიკული ოჯახის ნაწილად იგრძნობს თავს“, — განაცხადა ობამამ რეგიონალურ ტელეარხებთან ინტერვიუში.

 „მიმაჩნია, რომ ინდუსტრიამ მთლიანობაში უნდა გააკეთოს ის, რასაც ნებისმიერი სხვა სფერო აკეთებს — მოძებნოს ტალანტები, საკუთარი შესაძლებლებების გამოვლენის საშუალება მისცეს ყველას. და მეც ასე მგონია, რომ „ოსკარების“ ირგვლივ დისკუსიები სინამდვილეში უფრო დიდ პრობლემაზე მიუთითებს: მივაღწიეთ კი ჩვენ იმას, რომ ყველას შანსი ჰქონდეს“, — აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.


ყველა ახალი ამბავი
0