საფრანგეთის ელჩი საქართველოში მადლობას უხდის ქართველ ხალხს სოლიდარობისათვის

გამოწერა
პარასკევს ღამე, ტერაქტების სერია მოხდა პარიზში. უცნობმა პირებმა მეათე რაიონის ერთ-ერთ რესტორანში ცეცხლი გახსნეს, სამი აფეთქება გაისმა „სტად დე ფრანსის“ სტადიონის მახლობლად.გარდა ამისა როკ-კონცერტზე თეატრ „ბატაკლანში“, მე-11-ე რაიონში უცნობმა პირებმა მძევლები აიყვანეს. ტერაქტს სულ მცირე 127 ადამიანი ემსხვერპლა.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საფრანგეთის ელჩი საქართველოში რენო სალენსი საქართველოს მოქალაქეებს სოლიდარობისა და თანადგომისთვის მადლობას უხდის.  მისი თქმით, ეს არის ევროპაში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა ბოლო წლების განმავლობაში. 

"ეს არ არის თავდასხმა მხოლოდ საფრანგეთზე, ეს არის თავდასხმა თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. ქართველებს ეს ძალიან კარგად ესმით და მადლობა ამ სოლიდარობისთვის, თქვენი თანადგომისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვგრძნობთ, რამდენად ძლიერი მეგობრები გვყავს", — განუცხადა რენო სალენსმა  ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს.

სამძიმარი ფრანგ ხალხს - Sputnik საქართველო
ოლანდი: პარიზში ტერაქტების სერიას 127 ადამიანი ემსხვერპლა

პარასკევს ღამე, ტერაქტების სერია მოხდა პარიზში. უცნობმა პირებმა მეათე რაიონის ერთ-ერთ რესტორანში ცეცხლი გახსნეს, სამი აფეთქება გაისმა „სტად დე ფრანსის“ სტადიონის მახლობლად, სადაც მიმდინარეობდა ამხანაგური მატჩი საფრანგეთსა და გერმანიას შორის. მატჩს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა. 

გარდა ამისა როკ-კონცერტზე თეატრ „ბატაკლანში“, მე-11-ე რაიონში უცნობმა პირებმა მძევლები აიყვანეს. ტერაქტს სულ მცირე 127 ადამიანი ემსხვერპლა.

 

ყველა ახალი ამბავი
0