ორეგონის შტატის კოლეჯში სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

© photo: Sputnik / Наталья Селиверстова / გადასვლა მედიაბანკშივაშინგტონი
ვაშინგტონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღუპული შეიძლება 17–მდე ადამიანი ყოფილიყო, ხოლო დაჭრილი – 20. ეჭვმიტანილი პოლიციასთან შეტაკების დროს ორმხრივი სროლისას დაიღუპა.

თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. აშშ–ის ორეგონის შტატის ქალაქ როზბერგის ერთ–ერთ კოლეჯში მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც დაიღუპა 10 ადამიანი, ხოლო შვიდი – დაიჭრა, იუწყება სააგენტო „სპუტნიკი“ პარასკევს, 2 ოქტომბერს. 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღუპული შეიძლება 17–მდე ადამიანი ყოფილიყო, ხოლო დაჭრილი – 20. ეჭვმიტანილი პოლიციასთან შეტაკების დროს ორმხრივი სროლისას დაიღუპა. როგორც გაზეთი New York Times–ი წერს, ეჭვმიტანილი ადგილობრივი მცხოვრებია.

„დაღუპული დამნაშავისა და დანაშაულის მოტივებთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ორეგონის შტატის დუგლასის ოლქის შერიფმა ჯონ ჰანლინმა.

სამართალდამცავ ორგანოებში ანონიმურმა წყარომ სავარაუდო ბოროტმოქმედის ვინაობა დაასახელა – კრის ჰარპერ მერსერი (Chris Harper Mercer). გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის მამაკაცი როსბერგის გარეუბანში ცხოვრობდა, მაგრამ კოლეჯის სტუდენტი არ ყოფილა. წინასწარი მონაცემებით, მას სამი პისტოლეტი და შაშხანა აღმოაჩნდა. მედიაში აღნიშნავენ, რომ ის ინეტრნეტში სროლის მოწყობას გეგმავდა, რადგანაც ეს მისთვის ახალი ამბების გმირად გახდომის ერთადერთი შანსი იყო.

გამომძიებლებმა მერსერის ოჯახი და მისი მეგობრები უკვე დაკითხეს და სოციალურ ქსელებში დატოვებულ გზავნილებს ყურადღებით სწავლობენ, იუწყება მედია.

ორეგონში მასობრივი სროლა აშშ–ში მომხდარი მორიგი ინციდენტია, სადაც იარაღის ტარება კონსტიტუციით არის გარანტირებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის კონტროლის კანონები უფრო მსუბუქია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. აშშ–ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ორეგონში მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით ემოციური სიტყვით გამოვიდა და იარაღის კონტროლის სფეროში კანონმდებლობის გამკაცრების წინადადება დააყენა. ობამას უწინდელი საკანონმდებლო ინიციატივები იარაღზე კონტროლის გამკაცრების შესახებ კონგრესში ჩავარდა.


ყველა ახალი ამბავი
0