მიხეილ სააკაშვილი

კოლომოისკიმ სააკაშვილს „მკბენარა ძაღლი“ უწოდა

7
უკრაინელი ბიზნესმენი თავისი პატივის და ღირსების დაცვას სასამართლოში აპირებს

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. უკრაინელმა ილიგარქმა, დნეპროპეტროვსკის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა იგორ კოლომოისკიმ კომენტარი გააკეთა ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე,  რომელიც სამგზავრო ავია გადაზიდვების სფეროს ეხებოდა, იტყობინება TCH.

 „როცა ძაღლი ალიკაპის გარეშე ვინმეს კბენს, უნდა დაისაჯოს ძაღლი და რაც მნიშვნელოვანია — პატრონიც. ამ შემთხვევაში ძაღლებს აძინებენ. ჩვენს შემთხვევაში კი შესაძლებელია ფასიან გზავნილად გაიგზავნოს საქართველოში, რათა პასუხი აგოს იქ ადამიანთა დაკბენაზე“, — განაცხადა კოლომოისკიმ. 

 „რაც შეეხება პატრონს, ჩვენ გვესმის, ვინ არის ის“, — აღნიშნა ბიზნესმენმა. 

 იგი თვლის, რომ ოდესის ოლქის ხელმძღვანელმა თავისი სიტყვების გამო ფულით უნდა აგოს პასუხი. 

 „ჩემი ქცევის ხაზია — შევხვდე მას სასამართლოში, დავიცვა  ჩემი პატივი და ღირსება იქ, მივიღო მატერიალური კომპენსაცია. სააკაშვილი აცხადებდა, რომ მას ხელფასი 200 ათასი დოლარი აქვს — იქიდან გადაიხადოს“, — დაამატა კოლომოისკიმ. 

 მიხეილ  სააკაშვილმა უფრო ადრე ერთ-ერთი უკრაინული ტელეარხისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობის მეთაური გადაწყვეტილებებს ოლიგარქების სასარგებლოდ იღებს, კერძოდ რინატ ახმეტოვის და იგორ კოლომოისკის სასარგებლოდ. მისი თქმით, არსენი იაცენიუკმა უარი განაცხადა განეხილა მოხსენება, რომელიც ავიაგადაფრენების ღირებულებას და სახელმწიფო ავიასამსახურის ხელმძღვანელის დენის ანტონიუკის მოღვაწეობას ეხებოდა. 


7
თემაზე
სააკაშვილმა იაცენიუკის ბრალდებებს Facebook-ში ვიდეო მიმართვით უპასუხა
სააკაშვილმა მისი გაპრემიერების შესახებ პეტიციაზე კომენტარი გააკეთა