კიევი კრედიტორებს 3.8 მლრდ დოლარის ჩამოწერაზე მოელპარაკა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიუკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს უკრაინის კომერციულ ვალსაც შეამცირებს და სახელმწიფოს მიერ გარანტირებულ და კვაზიგარანტირებულ 19.3 მლრდ დოლარის ვალსაც 15.5 მლრდ დოლარამდე დასწევს.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik.  კიევი კრედიტორებს 19.3 მლრდ დოლარის ოდენობის სახელმწიფო ვალიდან 3.8 მლრდ დოლარის ჩამოწერაზე მოელაპარაკა. ვალის დარჩენილი ნაწილი 2019–2027 წლებში უნდა დაიფაროს ნაცვლად 2015-2023 წლებისა, იუწყება გამოცემა „ახალი დრო“ დოკუმენტზე დაყრდნობით. 

„შეთანხმება სუვერენული და გარანტირებული სახელმწიფო ვალის 20%–ით შემცირებას ითვალისწინებს და სავალო ტვირთის 3.6 მლრდ დოლარით შემსუბუქების საშუალებას იძლევა“, — ნათქვამია დოკუმენტის ტექსტში, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს უკრაინის კომერციულ ვალსაც შეამცირებს და სახელმწიფოს მიერ გარანტირებულ და კვაზიგარანტირებულ 19.3 მლრდ დოლარის ვალსაც 15.5 მლრდ დოლარამდე დასწევს. ვალის პროცენტული ნიხრი საშუალოდ 7.7%–ს შეადგენს ნაცვლად ამჟამინდელი 7,22%–ისა. 

უკრაინამ რუსეთს სხვა კრედიტორების პირობების მიღების თხოვნით მიმართა, იუწყება სააგენტო „ბლუმბერგი“ უკრაინის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით. 


ყველა ახალი ამბავი
0