Toyota Mirai

Toyota-მ წყალბადის ძრავაზე მომუშავე ავტომობილი გამოუშვა

121
(განახლებულია 20:22 11.08.2015)
იაპონურმა საავტომობილო გიგანტმა Toyota წყალბადის ძრავაზე მომუშავე მსოფლიოში პირველი ავტომობილების სერიული გამოშვება დაიწყო. ახალი სედანი "Mirai" მხოლოდ წყალბადზე მუშაობს.

თბილისის, 11 აგვისტო — Sputnik. იაპონური საავტომობილო ქარხანა Toyota თავისი პირველ წყალბადზე მომუშავე სედანის — "Mirai" გაყიდვებს ქვეყნის შიგნით დეკემბერში დაიწყებს. 2016 წლიდან კი დაანონსებულია გაყიდვების დაწყება აშშ-ში, იტყობინება RT

 ამ სიახლის ღირებულება იაპონიაში 60 ათას დოლარს შეადგენს. ამასთან ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეკოლოგიური სედანის ყველა მყიდველი სახელწიფოსაგან სუბსიდიის სახით 17 ათას დოლარს მიიღებს. 

 რადგან "Mirai" წყალვადის საწვავზეა, მას სპეციალური გასამართი სადგურები სჭირდება. თვითონ საწვავის შევსების პროცესი სულ რამდენიმე წუთით შემოიფარგლება. ამასთან, მწარმოებლის მონაცემებით, სავსე ავზით სედანს შეუძლია 650 კმ გაიაროს, ხოლო საწვავის ღირებულება 1 კმ-ზე 0,1 დოლარია. 

 ენერგია ავტომობილის  უნიკალურ ძრავაში გამომუშავდება ელექტროქიმიური გენერატორის შიგნით წყალბადის ჟანგვის რეაქციის ხარჯზე. ელექტრომოტორის სიმძლავრე 136 ცხენის ძალაა. 

 უახლოეს დროში წყალბადის ავტომობილების ბაზარზე გამოსვლას გეგმავს  Honda. კომპანია  FCV მოდელების გაყიდვას 2016 წელს იწყებს. 


121