საბერძნეთი და კრედიტორები საბაზო სცენარზე შეთანხმდნენ

© photo: Sputnik / Vladimir Rodionov / გადასვლა მედიაბანკშისაბერძნეთის დროშა
საბერძნეთის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხარეები შეთანხმდნენ საბაზო სცენარზე ბიუჯეტის პირველად პროფიციტზე - 2016 წელს 0,5%-ის დონეზე და 2017 წელს - 1%-ის დონეზე. გარდა ამისა, 2017 წლისთვის 2,3%-მდე ზრდისკენ დაბრუნების წინ, 2016 წელს მოსალოდნელია მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირება 0,5%-ით.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საბერძნეთი და საერთაშორისო კრედიტორები ორშაბათს 2016 და 2017 წლებში ქვეყნის ბიუჯეტის პირველად პროფიციტზე საბაზო სცენარების პროექტებზე შეთანხმდნენ. შეთანხმება დახმარების პროგრამის ფარგლებში შედგა, რომლის პირობები კვლავ განხილვის საგანია. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ საბერძნეთის მთავრობაში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ნათქვამია რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციაში.

სააგენტო აღნიშნავს, რომ მხარეები შეთანხმდნენ საბაზო სცენარზე ბიუჯეტის პირველად პროფიციტზე — 2016 წელს 0,5%-ის დონეზე და 2017 წელს — 1%-ის დონეზე. გარდა ამისა, 2017 წლისთვის, 2,3%-მდე ზრდისკენ დაბრუნების წინ, 2016 წელს მოსალოდნელია მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირება 0,5%-ით.

„ახლა მოლაპარაკებების ფინალურ რაუნდს ვიწყებთ“, — სააგენტო ანონიმური წყაროს სიტყვებს ციტირებს.

ამჟამად საბერძნეთი კრედიტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და იმედოვნებს, რომ შეთანხმებას 18 აგვისტომდე მოაწერს ხელს, რათა 20 აგვისტოს დახმარების ახალი ტრანშიდან ევროპის ცენტრალურ ბანკს 3,2 მლრდ ევროს ოდენობის თანხა გადაუხადოს. თუ შეთანხმება არ შედგა, ათენს ბრიჯ-კრედიტისთვის მიმართვა მოუწევს.


ყველა ახალი ამბავი
0