მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: მე ოდესაში იმისათვის არ ვარ, რომ რუსეთის პროვოცირება მოვახდინო

6
მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, მისი მიზანი რუსეთის პროვოცირება არასდროს ყოფილა. იგი ოდესაში უკრაინელ მეგობრებთან ერთად რეფორმების გატარებას გეგმავს.

თბილისი, 11აგვისტო— Sputnik. ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსეთის პროვოცირებას არ აპირებს. 

 „რა თქმა უნდა, მე ოდესაში იმისათვის არ ვარ, რომ რუსეთის პროვოცირება მოვახდინო. ეს ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა. ჩვენ ოდესაში ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან ერთად იმიტომ ვართ, რომ გავატაროთ რეფორმები“, — განაცხადა სააკაშვილმა უკრაინულ ტელეარხზე ICTV, იუწყება რუსული საინფორმაციო საშუალება „რია ნოვოსტი“.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ საალაშვილმა მარია გაიდარის სოციალურ სფეროში თავისი მოადგილის თანამდებობა შესთავაზა. გაიდარის თანხმობამ რუსეთში მწვავე კრიტიკა გამოიწვია. მარია გაიდარმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად 30 მაისს დაინიშნა. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ქვეყანა მას შემდეგ გატოვა, რაც 2013 წლის ნოემბერში გიორგი მარგველაშვილი თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი 5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის  თანხის გაფლანგვის ბრალდება დაუსწრებლად წაუყენა. მოგვიანებით, საქართველოში მიხეილ სააკაშვილზე შიდა ძებნა გამოაცხადა.


6