გაერო: ჰიროსიმას ტრაგედია განიარაღების აუცილებლობაზე მეტყველებს

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშიჰიროსიმა
ჰიროსიმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
1945 წლის აგვისტოში აშშ-მა იაპონიის ქალაქებში ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბები ჩააგდეს. აფეთქებისა და რადიაციისგან ჰიროსიმაში140 ათასი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ნაგასაკიში - 74 ათასი.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის მიერ იაპონიის ქალაქების ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური დაბომბვის 70-ე წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშ ნათქვამია, რომ ამ ფქტის ხსოვნის ცერემონია მსოფლიოს შეახსენებს, რამდენად აუცილებელია „სასწრაფო ზომების მიღება ატომური იარაღის ერთხელ და სამუდამოდ განადგურებისთვის“.  

 „ხსოვნა (ჰიროსიმას ატომური დაბომბვის შესახებ) მთელმა მსოფლიომ უნდა აღიქვას და შეახსენოს ადამიანებს, რომ აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება ატომური იარაღის ერთხელ და სამუდამოდ განადგურებისთვის“, — აღნიშნულია პან გი მუნის გზავნილში, რომელიც გაეროს გენერალური მდივნის უმაღლესმა წარმომადგენელმა განიარაღების საკითხებში კიმ ვონ სუმ გაახმიანა.

ხსოვნის ცერემონია მშვიდობის პარკში ადგილობრივი დროით 8:00 საათზე დაიწყო. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ, ჰიროსიმას მერმა კაძუმი მაცუიმ და იაპონიის და უცხოური საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა „მშვიდობის მემორიალი“ თეთრი და ყვითელი ყვავილებით შეამკეს. 

ზუსტად 08:15 საათზე, იმ დროს, როდესაც 70 წლის წინ ჰიროსიმას თავზე, 600 მეტრის სიმაღლეზე ატომური ბომბი აფეთქდა, რომელიც, სხვადასხვა მონაცემებით, 13-დან 18 კილოტონამდე სიმძლავრის იყო, წუთიერი დუმილი დადგა.დროის ათვლა ზარების რეკვით ხდებოდა. მას შემდეგ, რაც ჰიროსიმას მერმა კაძუმი მაცუიმ სრული ატომური განიარაღების მოწოდებით მშვიდობის დეკლარაცია წარადგინა, ცაში ათობით თეთრი მტრედი ააფრინეს.

 „ჰიროსიმას დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებებში, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა აღნიშნავს, როგორც ატომური იარაღის აკრძალვისთვის ბრძოლის მსოფლიო დღეს, მონაწილეობენ იაპონიის მინისტრი სინძო აბე, აშშ-ის ელჩი ტოკიოში კეროლაინ კენედი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეაიარაღებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების კონტროლის საკითხებში როუზ გოტემიულერი, იაპონიის ხელისუფლების წარმომადენლები და დიპლომატები 100 უცხოური სახელმწიფოდან. ცერემონიის ჩატარებას მთელი ისტორიის მანძილზე მონაწილეთა ყველაზე დიდი რაოდენობა წელს დაესწრო.

1945 წლის აგვისტოში ამერიკელმა მფრინავებმა იაპონიის ქალაქებში — ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბები ჩამოაგდეს. ატომური აფეთქებისა და რადიაციის შედეგად ჰიროსიმაში 350 ათასიანი მოსახლეობიდან 140 ათასი ადამიანი დაიღუპა, ნაგასაკიში — 74 ათასი. დაბომბვის მსხვერპლთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვა კაცობრიობის ისტორიაში ბირთვული იარაღის საბრძოლო დანიშნულებით გამოყენების ერთადერთი შემთხვევა იყო.


ყველა ახალი ამბავი
0