სპუტნიკის სტუდია

იაპონელები აშშ-გან ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის ფაქტზე ბოდიშის მოხდას ელოდებიან

13
“სპუტნიკ.მნენიას“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, რომელიც იაპონიაში კომპანია „პოპულუსმა“ (Populus) საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „სპუტნიკისთვის“ ჩაატარა, იაპონელების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ამერიკამ 1945 წელს ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის გამო ოფიციალურად ბოდიში უნდა მოიხადოს.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. “სპუტნიკ.მნენიას“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, რომელიც იაპონიაში კომპანია „პოპულუსმა“ (Populus) საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „სპუტნიკისთვის“ ჩაატარა, იაპონელების უმრავლესობას მიაჩნია, რომ აშშ-მა ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს. გამოკითხულთა უმრავლესობამ (61%) კითხვას — „როგორ მიგაჩნიათ, უნდა მოუხადოს თუ არა ოფიციალურად ბოდიში აშშ-მა 1945 წელს ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის მსხვერპლთ“, დადებითი პასუხი გასცა. მხოლოდ 11% თვლის, რომ ბოდიშის მოხდა აუცილებელი არ არის. თითქმის 30%-მა კითხვაზე პასუხის გაცემა ვერ შეძლო, მათგან 40%, ვისაც ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა, 18-24 წლის ახალგაზრდები არიან.

გამოკითხვის მეორე ნაწილი ორი საკითხისგან შედგებოდა: რესპოდენტების 10 % დაეთანხმა მოსაზრებას „ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვა იმით იყო გამოწვეული, რომ ომი მალე დასრულებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიძლება კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო“. ხოლო გამოკითხულთა 74% იზიარებს მოსაზრებას  - „ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის გამართლება ომით არ შეიძლება, რადგანაც მან მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი განადგურება გამოიწვია“. 

გამოკითხვა კომპანია „პოპულუსმა“ საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკისთვის“ 2015 წლის 29 ივლისი — 2 აგვისტოს პერიოდში ონლაინ-ინტერვიუს მეთოდოლოგიით ჩაატარა. ინტერვიუსთვის შერჩეული იყო 18-დან 64 წლამდე ასაკის სხვადასხვა სოციალური ფენის, სქესისა და ასაკის  1004 ადამიანი. 

მთლიანი სტატისტიკური ცდომილება +/- 3,1%-ს შეადგენს. 

ცნობა პროექტზე „Sputnik.Мнения“: საერთაშორისო პროექტი, რომელიც შეისწავლის საზოგადოებრივ აზრს, 2014 წლის ივლისში დაიწყო. პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აქტუალურ სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე რეგულარულად ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. იაპონიაში გამოკითხვის პარტნიორი იყო ცნობილი ბრიტანული კვლევითი კომპანია Populus.

 Sputnik (sputniknews.com) – ახალი ამბების სააგენტო და რადიო –  მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით – ათობით ქვეყანაში. Sputnik–ი მოიცავს საიტებს, ანალოგურ და ციფრულ რადიო-მაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. 

 


13