მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბორის გრებენშჩიკოვი ოდესაში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

© photo: Sputnik / Evgenya Novozhenina / გადასვლა მედიაბანკშიბორის გრებენშიკოვი
ბორის გრებენშიკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსი მუსიკოსი ბორის გრებენშჩიკოვი თბილისსა და კიევში გამართული კონცერტების შემდეგ ოდესაში ოლქის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. რუსი როკ-მუსიკოსი ბორის გრებენშჩიკოვი უკრაინაში ჩავიდა, სადაც ოდესის ოლქის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. შეხვდრის შესახებ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

 „სტუმრად ბორის გრებენშჩიკოვი გვყავდა. ის თბილისსა და კიევში გამათული კონცერტების შემდეგ გვეწვია და თავისი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა“, — აღნიშნა სააკაშვილმა.

ივნისში მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის რანგში, რუს ტელეწამყვანს ქსენია სობჩაკს შეხვდა, ხოლო ივლისში სოციალურ სფეროში თავის მოადგილედ კიროვის ოლქის გუბერნატორის ყოფილი მრჩეველი მარია გაიდარი დანიშნა.


ყველა ახალი ამბავი
0