მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკავშირი ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს დახმარებას 1,5-ჯერ გაუზრდის

ევროკავშირი
ევროკავშირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შტერკმა აღნიშნა, რომ რეგიონული პროექტებს განახლებული სტრატეგიის ფარგლებში კვლავინდებურად დაუჭერენ მხარს, თუმცა ეს მხარდაჭერა მეტად მოქნილი გახდება და ქვეყნების ეფექტურობის ასამაღლებლად მათ საჭიროებებს მოერგება.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ევროკავშირი 2014-2020 წლებში ცენტრალური აზიის ქვეყნებს, წინა შვიდწლიან პროგრამასთან შედარებით, 1,068 მლრდ ევრომდე, ანუ 1,5-ჯერ გაუზრდის დახმარებას, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას უზბეკეთში ევროკავშირის ელჩმა იური შტერკმა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

შტერკმა აღნიშნა, რომ რეგიონული პროექტებს განახლებული სტრატეგიის ფარგლებში კვლავინდებურად დაუჭერენ მხარს, თუმცა ეს მხარდაჭერა მეტად მოქნილი გახდება და ქვეყნების ეფექტურობის ასამაღლებლად მათ საჭიროებებს მოერგება. 

„რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის, ბრძოლა ნარკოტრაფიკთან, ტერორიზმთან და ასევე გამოწვევები ადამიანის უფლებების სფეროში, კვლავინდებურად რჩება ერთობლივი მუშაობის ძირითად ორიენტირებად“, — ხაზი გაუსვა დიპლომატმა. 


ყველა ახალი ამბავი
0