სეული

„სამსუნგის“ სამედიცინო ცენტრმა კორონავირუსის გავრცელების გამო ბოდიში მოიხადა

18
„სამსუნგის“ სამედიცინო ცენტრი სეულში, რომელიც Samsung Group-ს ეკუთვნის, ახლოაღმოსავლური რესპირატორული დაავადების კორონავირუსის გავრცელების წყაროდ იქცა, განაცხადა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, კომპანიის ახლანდელი ხელმძღვანელის მემკვიდრემ ლი ჩჟე იონმა.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. Samsung Group-ის ხელმძღვანელობამ ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ კორპორაციის კუთვნილი  სამედიცინო ცენტრი სეულში, საავადმყოფო „სამსუნგი“ ახლოაღმოსავლური რესპირატორული დაავადების გავრცელების წყაროდ იქცა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

„ქედმოდრეკილი ვუხდი გულწრფელ ბოდიშს ხალხს უზარმაზარი წუხილისა და შფოთვის გამო, რომლის მიზეზადაც იქცა „სამსუნგის“ სამედიცინო ცენტრი  სეულში. განსაკუთრებით ღრმად ვწუხვარ კორონავირუსით გარდაცვლილებისა და მათი ოჯახების წევრების გამო, ყველა პაციენტის გამო, ვინც დაავადებამ დააზარალა. მე განადგურებული ვარ, მაგრამ პასუხისმგებლობას სრულად ვიღებ თავზე“, – მოჰყავს სააგენტო „კიოდოს“ ლი ჩჟე იონის სიტყვები. 

დღეის მდგომარეობით, სამხრეთ კორეაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 27 ადამიანს მიაღწია, დაავადება სულ გამოუვლინდა 175 კაცს.

დაავადებულთა თითქმის ნახევარი სეულის სამედიცინო ცენტრ „სამსუნგში“ (Seoul Samsung Medical Center) დაინფიცირდა. სწორედ იქ გამოვლინდა დაავადების პირველი შემთხვევები. დაავადების გავრცელების ძირითად მიზეზად სახელდება ის ფაქტი, რომ საავადმყოფოში პირველი დაავადებულებებისგან სხვა პაციენტებისა და ექიმების დასნებოვნების აღსაკვეთი ღონისძიებები დროულად არ ჩატარდა. 

ახლოაღმოსავლური რესპირატორული სინდრომის კორონავირუსს ადრეულ სტადიაზე არ გააჩნია განსაკუთრებული სიმპტომები. განსაკუთრებული რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან ადმიანები, რომელთაც აქვთ სუსტი იმუნიტეტი, ფილტვების ქრონიკული დაავადება, დიაბეტი და თირკმლის უკმარისობა. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. 

 


18