პან გი მუნი

გაეროს გენმდივანი მსოფლიო მასშტაბით არასამთავრობო სექტორის შეზღუდვით შეშფოთებულია

2
გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა განაცხადა, რომ 50-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, ევროპაში, არსებობს ასამდე კანონი, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას ზღუდავს. მისი აზრით, აუცილებელია ბრძოლა ასეთ პრაქტიკასთან.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. პან გი მუნი შეშფოთებულია მსოფლიო მასშტაბით არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობით, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

„ჩვენ ღიად უნდა ვისაუბროთ იმაზე თუ როგორ ვებრძოლოთ მათ, ვინც არასამათავრობო ორგანიზაციების მუშაობას ბლოკავს და ებრძვის უფლებათა დამცველებს“, – განაცხადა მან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას. 

„50-ზე მეტ ქვეყანაში, ევროპის ჩათვლით, მიღებულია დაახლოებით ასი კანონი, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს მოღვაწეობასა და ფინანსირებას უზღუდავს“, – აღნიშნა პან გი მუნმა. 

გენერალურმა მდივანმა ყველას მოუწოდა „ამ უმნიშვნელოვანესი თავისუფლებების შეზღუდვის წინააღმდეგ ბრძოლისკენ“. 


2