თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. „დიდი შვიდიანის“ ქვეყნების სამიტი 2016 წლის 26-27 მაისს იაპონიის ქალაქ სიმაში გაიმართება, რომელიც კუნძულ ისე-სიმაზე მდებარეობს, განაცხადა იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა იოსიჰიდე სუგამ პრესკონფერენციაზე, – იუწყება რუსული საინფრომაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
მანამდე, ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში, იგივე ინფორმაცია გააჟღერა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ. მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ „ქვეყანა ხელს შეუწყობს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის კონსტრუქციულ მონაწილეობას“ მომავალ სამიტში, და დაამატა, რომ რუსეთის კონსტრუქციული მონაწილეობა აუცილებელია მსხვილი საერთაშორისო კონფლიქტების, კერძოდ, სირიის კრიზისის, ირანის ბირთვული პრობლემისა და კორეის ნახევარკუნძულზე არსებული დაძაბულობის დასარეგულირებლად.