მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

“თურქული ნაკადის” მშენებლობის სამუშაოები ივნისში დაიწყება

© фото - Александр Имедашвили, NEWSGEORGIAზღვა
ზღვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამუშაოებს ორი გემი შეასრულებს იმის მიხედვით თუ როგორი პირობები იქნება მილების ჩალაგების კუთხით. წყალმარჩხობის პერიოდში სამუშაოები ივნისის პირველ დეკადაში დაიწყება, განაცხადა „გაზპრომის” გამგეობის წევრმა ოლეგ აკსიუტინმა.

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. წყალქვეშ  მილების ჩამწყობი იტალიური გემი  Saipem  სამუშაოებს  ”თურქული ნაკადის”  მშენებლობისთვის შავ ზღვაში წყალმარჩხობის პერიოდში ივნისის პირველ დეკადაში დაიწყებს, იუწყება ”გაზპრომის” გამგეობის წევრის ოლეგ აკსიუტინის ინფორმაციაზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

”ჩვენ კომპანია Saipem-თან  ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული. სამუშაოებს, ორი გემი შეასრულებს იმის მიხედვით თუ როგორი პირობები იქნება მილების ჩალაგების კუთხით. სამუშაოები წყალმარჩხობის პერიოდში ივნისის პირველ დეკადაში დაიწყება”, — განაცხადა აკსიუტინმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0