მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კუბა: აშშ-თან ურთიერთობების ნორმალიზებას დიდი დრო დასჭირდება

© photo: Sputnik / Oleg Lastochkin / გადასვლა მედიაბანკშიკუბის დროშა
კუბის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკულ-კუბური ურთიერთობების აღდგენის საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 21 მაისს ვაშინგტონში გაიმართება.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. კუბასა და აშშ-ს შორის ურთიერთობების სრულ ნორმალიზებას ძალიან დიდი დრო დასჭირდება, მიიჩნევს კუბის საგარეო საქმეთა მინისტრის  მოადგილე მარსელინო მედინა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

ამერიკა-კუბას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 21 მაისს ვაშინგტონში გაიმართება. 2014 წლის დეკემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კუბასთან დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზების განზრახვის და ასევე სავაჭრო შეზღუდვების შესუსტების შესახებ განაცხადა.

”ის, რაც ახლა ხდება, ეს არის ეტაპი, რომელიც არსებული საკითხების გადაჭრის შემთხვევაში საშუალებას მოგვცემს, მომავალში უფრო ღრმა თემების განხილვაზე გადავიდეთ, ისეთების, როგორებიცაა  ბლოკადის  მოხსნა(კუნძულის), გუანტანამოში უკანონოდ ოკუპირებული სამხედრო-საზღვაო ბაზის ტერიტორიის დაბრუნება, ან უკანონო რადიო და ტელეგადაცემების შეწყვეტა”, — მედინას სიტყვებს პორტალი El Nuevo Herald გვთავაზობს.

ამასთან, როგორც კუბელმა დიპლომატმა აღნიშნა, 21 მაისის მოლაპარაკებების მსვლელობისას გუანტანამოში არსებული ბაზის ბედის განხილვა არ არის ნავარაუდევი, რადგანაც ამჟამად საუბარი, ძირითადად, საელჩოების გახსნასა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე მიმდინარეობს. ”უფრო ღრმა თემებს დრო სჭირდება, ძალიან დიდი დრო, შეიძლება წინასწარ განვჭვრიტოთ, რომ ეს ხანგრძლივი, რთული პროცესი, ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მიმავალი გრძელი გზა იქნება, რომელიც არსებული თემების გადაწყვეტის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა”, — განაცხადა მედინამ.


ყველა ახალი ამბავი
0