პაკისტანი ავღანეთში ნატოს ჯარისთვის ტვირთების ტრანზიტს ხსნის

2
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
პაკისტანმა ტრანზიტი ჩაკეტა მას შემდეგ, რაც 30 სექტემბერს ორაკზაის ტომების ოლქში ავღანეთის საზღვართან ნატოს ვერტმფრენებმა პაკისტენელი სამხედროების მისამართით ცეცხლი გახსნეს. მაშინ დაიღუპა ორი ადამიანი და დაიჭრა ოთხი.

თბილისი, 9 ოქტომბერი.ახალი ამბები - საქართველო“. პაკისტანის ხელისუფლებამ გადაწყვიტა განაახლოს ავღანეთში ნატოს ჯარისთვის ტვირთების ტრანზიტი, რომელიც შეცდომითი საავიაციო დარტყმის გამო იქნა შეწყვეტილი, რომელიც ამერიკულმა ჯარმა პაკისტანის სამხედროების წინააღმდეგ განახორციელეს, იუწყება სააგენტო „ასოშიეტით პრესი“ პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით. 

ტრანზიტის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შევიდა, თუმცა,  ჯერჯერობით გაურკვეველია, შეუძლიათ თუ არა სატვირთო მანქანებს საზღვრის გადაკვეთის დაუყონებლივ დაწყება, რადგან ამისთვის საჭიროა ტექნიკური საკითხების გადაჭრა და საზღვარზე მხარეების კოორდინაცია, აღნიშნავს სააგენტო. 

პაკისტანმა ტრანზიტი ჩაკეტა მას შემდეგ, რაც 30 სექტემბერს ორაკზაის ტომების ოლქში ავღანეთის საზღვართან ნატოს ვერტმფრენებმა პაკისტენელი სამხედროების მისამართით ცეცხლი გახსნეს. მაშინ დაიღუპა ორი ადამიანი და დაიჭრა ოთხი. 

ინციდენტის შემდეგ, პაკისტანის ხელისუფლებამ მოითხოვა ამერიკელი სამხედროებისგან ოფიციალური ბოდიში მომხდართან დაკავშირებით და ავღანეთში თავისი ტერიტორიების გავლით სამხედრო და არასამხედრო ტვირთების ტრანზიტზე აკრძალვა შემოიღო. პაკისტანში აშშ–ის ელჩმა ენ პატერსონმა ბოდიში მოიხადა პაკისტანელი სამხედროების გარდაცვალებასან დაკავშირებით, იუწყება „რია ნოვოსტი“.

2