ბერლუსკონი პარასკევს საღამოს პუტინს სტუმრად ეწვევა

3
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
”ბერლუსკონი დღეს საღამოს კერძო ვიზიტით ჩამოვა რუსეთში როგორც პრემიერ პუტინის სტუმარი. ის აქ, სანკტ-პეტერბურგის ახლოს დაახლოებით ორ დღეს დაჰყოფს”, - განაცხადა პესკოვმა.

მოსკოვი, 8 ოქტომბერი.ახალი ამბები - საქართველო“. იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი პარასკევს საღამოს რუსეთს ორდღიანი არაოფიციალური ვიზიტით ეწვევა და მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრთან ვლადიმერ პუტინს, განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

რუსეთისა და იტალიის პრემიერ-მინისტრებს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. 2003 წელს, როდესაც პუტინი რუსეთის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, იტალიის ლიდერის მიწვევით ის კუნძულ სარდინიაზე ბერლუსკონის ვილა ”ჩერტოზაზე” ეწვია. თავის მხრივ, იტალიის პრემიერ-მინისტრი რამდენჯერმე ეწვია პუტინს სოჭში. წელს, სექტემბრის დასაწყისში პუტინმა კვლავ მიიწვია ბერლუსკონი ნოვო-ოგარევოში, რამდენიმე დღით დასასვენებლად, იუწყება ”რია ნოვოსტი”.

”ბერლუსკონი დღეს საღამოს კერძო ვიზიტით ჩამოვა რუსეთში როგორც პრემიერ პუტინის სტუმარი. ის აქ, სანკტ-პეტერბურგის ახლოს დაახლოებით ორ დღეს დაჰყოფს”, - განაცხადა პესკოვმა.

”ეს არის დიალოგის გაგრძელება, რომელსაც ტრადიციული, მეგობრული ხასიათი აქვს. ვიზიტი არაოფიციალურია, თუმცა, პრემიერები ამ შესაძლებლობას გამოიყენებენ სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ურთიერთქმედების საკითხების, ინვესტიციების დარგში თანამშრომლობის განსახილველად”, - განაცხადა მან.

3