მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ოსლოში 2010 წლის ნობელის პრემიის ლაურეატს დაასახელებენ

გამოწერა
ნობელის პრემიების გადაცემის ცერემონიალი სტოკჰოლმსა და ოსლოში, ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს - 10 დეკემბერს იმართება.

თბილისი, 8 ოქტომბერი.ახალი ამბები - საქართველო“. დღეს ოსლოში, ნორვეგიის ნობელის კომიტეტის 2010 წლის მსოფლიოს ნობელის პრემიის მფლობელს დაასახელებს, იუწყება ნობელის ფონდის პრეს-სამსახური.

პრემიაზე წარდგენილთა სია, პირველად მისი გადაცემის ისტორიაში, უჩვეულოს დიდია - მასში 237 კანდიდატია, რომელთაგან 38 საზოგადო და საერთაშორისო ორგანიზაციებია. ამის შესახებ მიმდინარე წლის თებერვალში ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა განაცხადა, თუმცა, კანდიდატთა ვინაობი არ დაუსახელებია. წესის თანახმად, კანდიდატთა სია საზოგადოებისთვის მხოლოდ 50 წლის ამოწურვის შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი.

მსოფლიოს პრობლემების კვლევის ნორვეგიული ინსტიტუტის PRIO-ს დირექტორის ბერგ ჰარპვიკენის პროგნოზის თანახმად, ყველაზე ”ცხელ” კანდიდათად ჯილდოზე, მისი აზრით, ითვლება ავღანელი დოქტორი და სამართალდამცველი, ავღანეთის დამოუკიდებელი კომისიის თავმჯდომარე ადამიანი უფლებების საკითხში სიმა სამარი (Sima Samar), იუწყება ”რია ნოვოსტი”.

მესამე ადგილზე ჰარპვინკენის სიაში წარმოდგენილია სიერა-ლიონეს სპეციალური სასამართლო.

ანალიტიკოსი ასევე არც გამორიცხავს, როგორც გასულ წელს, ჯილდო, შესაძლოა ამჟმადაც ბარაკ ობამას გადაეცეს. ნობელის კომიტეტის წევრებს შეუძლიათ გამოიყენონ შესაძლებლობა, ყურადღება გაამახვილონ ცალკეულ ინიციატივებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად ითვლება ამჟამად.

ნობელის პრემიის მიღებაზე სხვა შესაძლო კანდიდატებს შორის ჰარპვიკენი ახსენებს სამართალდამცველს და ადვოკატს პაკისტანიდან იასმუ იახნაგირს (Asma Jahnagir), დოქტორი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან (Denis Mukwege), მშვიდობის ლიბერიის ქალთა მოძრაობის აქტივისტი - Women of Liberia Mаss Action for Peace ლეიბახ გბოვი (Leymah Gbowee).

ნორვეგიაში პრეტენდენტთა შორის ასევე ასახელებენ რუს სვეტლანა განუშკინას და ”მემორიალს”, ასევე სამ ჩინელ დისიდენტს - ლიუ სიაბოს (Liu Xiaobo), ხუ ცზიას (Hu Jia) ან გაო ჩჟიშენს (Gao Zhisheng).

პრემიის მიღების ღირსეულ კანდიდატებს შორის ნორვეგიელი ანალიტიკოსი ასევე მიიჩნევს აზერბაიჯანელ ჟურნალისტს მალაჰატ ნასიბოვას, საერთაშორისო არასამთვრობო კრიზის ჯგუფს International Crisis Group, კამბოჯის საკითხზე სპეციალურ ტრიბუნალს ან გაეროს კომისიის თავმჯდომარეს ადამიანის უფლებების საკითხზე.

რაც შეეხება სკანდინავიური მედიის პროგნოზებს, ისინი ნორვეგიუელი ანალიტიკოსის ანალიზს იყენებნ და თავიანთ საკუთარ ვარაუდებს ამატებენ.

ნობელის პრემიების გადაცემის ცერემონიალი სტოკჰოლმსა და ოსლოში, ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს - 10 დეკემბერს იმართება.

2009 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0