აშშ საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლის ახალი მეთოდების გამოყენების მოწოდებით გამოდის

3
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
ბარაკ ობამას მრჩეველმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უფრო ყურადღებით უნდა დაიცვას ეკონომიკა , არ დაუშვას დამნაშავეები საერთაშორისო საფინანსო სისტემასთან, იუწყება ”რია ნოვოსტი”.

თბილისი, 6 ოქტომბერი.ახალი ამბები - საქართველო“. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გამოიყენოს ტრანნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის ახალი მეთოდები, განაცხადა სოჭში, უსაფრთხოების პრობლემებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, გენერალმა ჯეიმს ჯონსმა.

”ჩვენ უნდა გავაძლიეროთ სამართალდამცავი ორგანოების ტრადიციული ფუნქციები, ისეთი, როგორიცაა, გამოძიება და დევნა, ამავდროულად, უფრო ინტენსიურად უნდა განვახორციელოთ მიღებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლა”, - აღნიშნა ჯონსმა.

ბარაკ ობამას მრჩეველმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უფრო ყურადღებით უნდა დაიცვას ეკონომიკა , არ დაუშვას დამნაშავეები საერთაშორისო საფინანსო სისტემასთან, იუწყება ”რია ნოვოსტი”.

მან აღნიშნა, რომ ობამამ წელს გამოაქვეყნა ახალი ანტინარკოტიკული სტრატეგია და განაცხადა, რომ აშშ შემდგომშიც გამოიყენებს ყველა ზომას ნარკოტრაფიკთან ბრძოლაში.

განსაკუთრებულმა მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში აღნიშნა, რომ ქვეყნებმა, რომლებიც საერთაშორისო დამნაშავეობასთან ბრძოლაში მონაწილეობენ, ზომები უნდა მიიღონ საკუთარი საზღვრების დაცვისთვის, უნდა შექმნან და გააფართოვონ ”შავი სიები”, უფრო ფართოდ უნდა გამოიყენონ ბიომეტრიული პირადობის მოწმობები და მოამზადონ საბაჟოს თანამშრომლები.

”ასევე უნდა ვებრძოლოთ მათ, ვინც დანაშაულებრივ ოპერაციებს უჭერენ მხარს”, - განაცხადა ჯონსმა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ბრძოლას მათთან, ვინც დანაშაულებრივ ჯგუფებს ფინანსურად ეხმარება.

დაბოლოს, კიდევ ერთ მნიშვნელოვან პუნქტად ჯონსმა დაასახელა განვითარებადი ქვეყნებისთვის ბრძოლაში დახმარების აღმოჩენა, რომლებიც ხშირად დანაშაულებრივი ჯგუფებისთვის თავშესაფარს წარმოადგენენ.

”ეს ნიშნავს აქტიურ მხარდაჭერას ქვეყნებისთვის მათ ძალისხმევაში, შექმნან გამჭვირვალე და ეფექტური ინსტიტუტები, რომლებიც სამართალდამცავი საქმიანობის განხორციელებას შეძლებენ და შეძლებენ, გახდნენ ჩვენი პარტნიორები დანაშაულთან ბრძოლის საქმეში. დიდხანს ლოდინი - კარგი შედეგი არაა”, - განაცხადა ჯონსმა.

3