მოსკოვმა მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველი ქვეყნების რეიტინგში ექვსი პუნქტით დაიწია

1
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
ლიდერთა ხუთეულში შევიდნენ - ნიუ-იორკი, ლონდონი, ტოკიო, პარიზი, ჰონკონგი. რეიტინგის პირველ ხუთ პოზიციაში 2008 წლის რეიტინგთან შედარებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა.

თბილისი, 5 ოქტომბერი.ახალი ამბები - საქართველო“. მოსკოვმა მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველი ქვეყნების რეიტინგში 65 ადგილს შორის 25-ე დაიკავა. 2008 წელს რუსეთის დედაქალაქი მე-19 ადგილზე იმყოფებოდა. კვლევა კონსალტინგურმა კომპანიამ  A. T. Kearney, საერთაშორისო საკითხებში ჩიკაგოს საბჭოსთან და ჟურნალ Foreign Policy-თან ერთობლივად ჩაატარა.

ლიდერთა ხუთეულში შევიდნენ - ნიუ-იორკი, ლონდონი, ტოკიო, პარიზი, ჰონკონგი.

რეიტინგის პირველ ხუთ პოზიციაში 2008 წლის რეიტინგთან შედარებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა.

მაშინ ლიდერთა ხუთეული ასე გამოიყურებოდა: ნიუ-იორკი, ლონდონი, პარიზი, ტოკიო, ჰონკონგი.

ამავდროულად, მსოფლიოს საუკეთესო ქალაქების ათეულში შევიდა აზიის ოთხი ქალაქი - ტოკიო, ჰონკონგი, სინგაპური და სეული.

ქალაქების შეფასება ხუთი კატეგორიის მიხედვით ხდება: ”საქმიანი აქტიურობა”, ”ადამიანური კაპიტალი”, ”ინფორმაციის გაცვლა”, ”კულტურული გამოცდილება” და ”პოლიტიკური ურთიერთქმედება”, იუწყება ”რია ნოვოსტი”.

1