მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თურქმენეთი ეძებს გასასვლელს ევროპის გაზის ბაზარზე

გამოწერა
მაგალითისთვის ბერდიმუხამედოვმა მოიყვანა 2008 წელს ხელმოწერილი მემორანდუმი ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ თურქმენეთსა და ევროკავშის შორის.

თბილისი, 3სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. აშხაბადი თურქმენული ენერგომატარებლების ევროპის პერსპექტიულ ბაზარზე გატანის ახალ შესაძლებლობებს სწავლობს, განაცხადა ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა.

სახელმწიფოს მეთაურის აზრით, თურქმენეთის, როგორც ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებლის და ევროპის ინტერესების დამთხვევა, სადაც უკვე უახლოეს ათწლეულში პროგნოზირდება ენერგომატარებლების იმპორტის ზრდა, მიგვიყვანა თანამშრომლობის გააქტიურებასთსნ თურქმენეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის სახელმწიფოთაშორის დონეზე. მაგალითისთვის ბერდიმუხამედოვმა მოიყვანა 2008 წელს ხელმოწერილი მემორანდუმი ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ თურქმენეთსა და ევროკავშის შორის.

თურქმენეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის პოლიტიკა საწვავ-ენერგეტიკულ სფროში აიგება მრავალვარიანტული სისტემიდან მსოფლიო ბაზარზე თურქემენული ენერგომატარებლების გაყვანაზე სტაბილური და გრძელვადიანი საფუძვლით.

”ამასთან, ჩვენ გამოვდივართ არა შეთავსების პრინციპიდან, არამედ არსებული მარშრუტების დამატებიდან ოთხივე გეოგრაფიული მიმართულებით”, - განაცხადა

თურქმენული ბუნებრივი აირის ევროპულ ბაზარზე გატანის შესაძლებლობა არც თუ ისე ბევრია და ყველაზე რეალურად, ექსპერტთა აზრით, მიიჩნევა გაზსადენი ”ნაბუკოს” პროექტი. მისი დამაარსებლების ჩანაფიქრით, ის განკუთვნილია ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის კასპიის რეგიონიდან ევროპაში რუსეთის გვერდის ავლით.

წყარო: ახალი ამბები - აზერბაიჯანი

ყველა ახალი ამბავი
0