საქართველოს მკვიდრები დიდ ბრიტანეთში ელექტრონული ანგარიშებიდან თანხების გატაცების საქმეზე გადიან

0
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
წინასწარი ინფორმაციით, უკრაინის, ლატვიის, ბელორუსიის, ესტონეთის და საქართველოს თერთმეტ მკვიდრს ბრალი თაღლითობაში, ფულის გათეთრებასა და პირადი მონაცემების ქურდობაში ედებათ.

თბილისი, 3სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. ბრიტანულმა პლიციამ ბრალი წაუყენა თერთმეტ ეჭვმიტანილს, რომლებსაც ბრალი ელექტრონული საბანკო ანგარიშებიდან მსხვილი სახსრების გატაცებაში ედებათ. ყველა დაკავებული ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდანაა, განაცხადა ხუთშაბათს ტელერადოკორპორაცია „ბი–ბი–სი“–მ

ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ რიგი ოპერაციების შედეგად, ლონდონის პოლიციამ ამ საქმეში ჩართული 19 ადამიანი დააკავა.

წინასწარი ინფორმაციით, უკრაინის, ლატვიის, ბელორუსიის, ესტონეთის და საქართველოს თერთმეტ  მკვიდრს ბრალი თაღლითობაში, ფულის გათეთრებასა და პირადი მონაცემების ქურდობაში ედებათ.

ბრალეულობის დოკუმენტებში ნათქვამია, რომ თაღლითების სამიზნეებს 2009 წლის 13 ოქტომბრიდან 2010 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით წარმოადგენდა ისეთი ცნობილი ბრიტანული ბანკების ონლაინ ანგარიშები, როგორებიცაა HSBC, Royal Bank of Scotland, Barclays Bank, Lloyds TSB, იუწყება „რია ნოვოსტი“.

პოლიცია გატაცებული სახსრების მოცულობას ექვს მილიონ ფუნტ სტერლინგად აფასებს (9,5 მლნ დოლარი) და არ გამორიცხავს, რომ, შემდგომი გამოძიების მსვლელობისას ეს თანხა შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

0