იტალიელმა სამხედროებმა მეკობრეებს მალტის ტანკერი გამოსტაცეს

2
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
„ტანკერზე არავინ დაშავებულა, გემი დანიშნულების მიმართულებით მოძრაობს“. „საზღვაო ბიულეტენი“ აღნიშნავს, რომ უკანასკნელ სამ დღეში ეს მეკობრეების უკვე მესამე თავდასხმაა სავაჭრო გემზე.

თბილისი, 29 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. იტალიურმა სამხედრო გემმა Libeccio–მ ფრანგულ საპატრულო ვერტმფრენთან ერთობლივი ქმედებით სომალელ მეკობრეებს ქიმმზიდი–ტანკერი Mississippi Star გამოსტაცა, რომლის გატაცების მხდელობა მოხდა ტანზანიის წყლებში, იუწყება ოთხშაბათს ინტერნეტ–გამოცემა „საზღვაო ბიულეტენი“, თუმცა არ აზუსტებს ინციდენტის თარიღს.

მეკობრეებმა მომბასადან მიმავალ გემს დარ ეს სალამიდან ჩრდილოეთ–აღმოსავლეთით 40 მილში შეუტიეს ავტომატებით და ყუმბარმსტყორცნებით. თუმცა, ეკიპაჟამა მოახერხა თავის დაღწევა EU NAVFOR–ის ძალების დახმარებით, რომლებიც რეგიონის პატრულირებას ახორციელებენ. ტანკერზე 18 კაციანი ეკიპაჟი იმყოფებოდა – გერმანიის, პოლონეთის და ფილიპინების მოქალაქეები. 

„ტანკერზე არავინ დაშავებულა, გემი დანიშნულების მიმართულებით მოძრაობს“, – ნათქვამია განცხადებაში. 

„საზღვაო ბიულეტენი“ აღნიშნავს, რომ უკანასკნელ სამ დღეში ეს მეკობრეების უკვე მესამე თავდასხმაა სავაჭრო გემზე. 

Mississippi Star – საერთო წონა 13,1 ტონას შეადგენს. მშენებლობის თარიღი, 2010 წელი, დროშა – მალტის, ოპერატორი – Rigel Schiffahrts GmbH.

2