კობზონი მოითხოვს განმარტებას, თუ „რატომ წააცალეს თავი მოსკოვს“

3
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
„მე არ ვიცი ეხლა რა ეშველება კულტურას, რა ეშველებათ ვეტერანებს. როგორ განვითარდება მოსკოვის შემდგომი სპორტი. ძალიან ბევრი კითხვაა, რომელზეც ჯერ პასუხი არ ჩანს“, – დაასკვნა მომღერალმა და დეპუტატმა.

 

მოსკოვი, 28 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. მომღერალი და გოსდუმის დეპუტატი იოსებ კობზონი, რომელიც იური ლუჟკოვის დიდი ხნის მეგობარია, აცხადებს, რომ ლუჟკოვის დონის სახელმწიფო მოღვაწის ყოველგვარი განმარტებების გარეშე გათავისუფლება არ შეიძლებოდა.

კრემლის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის მოსკოვის მერის თანამდებობიდან გადაყენების ბრძანებას ნდობის დაკარგვასთან დაკავშირებით. ”გადაყენებულ იქნას იური მიხეილის ძე ლუჟკოვი მოსკოვის მერის თანამდებობიდან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ნდობის დაკარგვასთან დაკავშირებით”, - აღნიშნულია ლუჟკოვის გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში. ლუჟკოვს დედაქალაქის მერის თანამდებობა 18 წელზე მეტ ხანს ეკავა. ის ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე ორი საათით ადრე გაათავისუფლეს, სადაც მოსკოვის საქალაქო დუმის დეპუტატები მისთვის დაბადების დღის მილოცვას აპირებდნენ. 

„მე აღარ ვიცი, რა პასუხი გავცეთ ხალხს, რატომ მოხსნეს ჩვენთან ასე მოულოდნელად დედაქალაქის მერი? რატომ უნდა ვაღელვოთ ხალხი, როდესაც შეიძლებოდა ამ ყველაფრის მხოლოდ ახსნა, თუ რასთან დაკავშირებით იქნა მიღებული ამგვარი გადაყწვტილება პრეზიდენტის მიერ“, – აცხადებს კობზონი. 

მისი თქმით, „ასე უბრალოდ დიდი სახელმწიფო მოღვაწის, როგორიც იური მიხაილოვიჩია, ბედის განკარგვა, არ შეიძლება. არ შეიძლება ასე უბრალოდ თავი წააცალო მოსკოვს განმარტების გარეშე, ეს მოხდა დღეს, მაგრამ ეს შეიძლება ხვალეც გაგრძელდეს ყოველ ხელმძღვანელთან მიმართებაში“. 

„როგორ უნდა მოიქცნენ ეხლა რუსეთის რეგიონების ხელმძღვანლები? ეს ძალაინ შემაშფოთებელი გადაწყვეტილებაა“, – სვამს კითხვას კობზონი, რომელსაც მიაჩნია, რომ დედაქალაქში მოქმედებდა „დალაგებული, მოწესრიგებული გუნდი“. 

ის დარწმუნებულია, რომ ლუჟკოვის წვლილი მოსკოვის განვითარებაში იმ 19 წლის განმავლობაში, რაც ის მერად მოღვაწეობდა, შეუფასებელია. „ეს ეხლა, ზოგიერთ პოლიტიკურ კონიუნკტურშიკებს შეუძლიათ განაცხადონ, რომ გზებზე საცობებია ან რამე მოუწესრიგებელია“, – განაცხადა მან. 

„მე არ ვიცი ეხლა რა ეშველება კულტურას, რა ეშველებათ ვეტერანებს. როგორ განვითარდება მოსკოვის შემდგომი სპორტი. ძალიან ბევრი კითხვაა, რომელზეც ჯერ პასუხი არ ჩანს“, – დაასკვნა მომღერალმა და დეპუტატმა.

 

3