მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მსოფლიოს მხოლოდ 5 ქვეყანას სჯერა, რომ წლის განმავლობაში „კარგი დრო“ დაბრუნდება

გამოწერა
„ყველანი ისინი განვითარებად ქვეყნებს მიეკუთვნებიან: ესენია – ინდოეთი (62%), ნიგერია (61%), ბრაზილია (57%), ჩინეთი (51%) და ფილიპინები (43%)",“, – ნათქვამია ორგანიზაციის პრეს–რელიზში.

 

ნიუ–იორკი, 28 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. მსოფლიოში მხოლოდ ხუთ ქვეყანას სჯერა, რომ წლის განმავლობაში ეკონომიკური სიტუაცია კრიზისამდე არსებულ პერიოდს დაუბრუნდება და „კარგი დრო“ დადგება, ამაზე მეტყველებს ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის WorldPublicOpinion მიერ ჩატარებული გამოკითხვა.

ამ ქვეყნებში გამოკითხულთა უმეტესმა ნაწილმა შეთავაზებული სიიდან შეარჩია სავარაუდო პასუხები დაწყებული „კარგად“ დამთავრებული „ცუდათ“ – ყველაზე სასიკეთო ვარიანტი.

„ყველანი ისინი განვითარებად ქვეყნებს მიეკუთვნებიან: ესენია – ინდოეთი (62%), ნიგერია (61%), ბრაზილია (57%), ჩინეთი (51%) და ფილიპინები (43%)",“, – ნათქვამია ორგანიზაციის პრეს–რელიზში. 

პესიმიზმის საპირისპირო მხარეს დგანან ქვეყნები, რომელთა მოსახლეობაც „ცუდ დროს“ ელის. მსოფლიო პესიმისტთა სიაში ლიდერობს დიდი ბრიტანეთი (58%), მას მიყვებიან საფრანგეთი და მექსიკა (54%), პაკისტანი (45%) და აშშ (44%).

რუსეთში ეკონომიკური ოპტიმიზმი ცოტათი გამოკეთდა – გამოკითხულთა 21%–ს სჯერა 12 თვეში ეკონომიკაში კრიზისამდელი პერიოდის დაბრუნების, რაც 9%–ით მეტია გასული წლის გამოკითხვასთან შედარებით. რუსეთი, გერმანია და ესპანეთი – ევროპის სამივე ქვეყანაა, რომელთა მოსახლეობაც ბიზნეს–სიტუაციის შეფასებაში დადებითი დინამიკის დემონსტრირებას ახდენენ. 

შედეგები წარმოდგენილია 2010 წლის ივნისი–სექტმებერში მსოფლიოს 22 ქვეყანაში 22,783 ათასი ადამიანის გამოკითხვის საფუძველზე. სტატისტიკური ცდომილება დასაშვებია 2,1–3,5%–ში,

მომზადებულია „რია ნოვოსტის“ მასალების საფუძველზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0