კოსოვოს პრეზიდენტი გადადგა

0
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
„დარწმუნებული ვიყავი, რომ პარტიის ხელმძღვანელის პოსტზე ჩემი ყოფნა არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. თუმცა, სასამართლომ სხვაგვარად გადაწყვიტა და მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა სეიდიუმ.

მოსკოვი, 27 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. ორშაბათს კოსოვოს პრეზიდენტი ფატმირ სეიდიუ, რომელმაც 2008 წელს სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გადადგა, იუწყება სააგენტო „ფრანს პრესი“.

 

„დღეს მე დავტოვე კოსოვოს პრეზიდენტის პოსტი“, – განუცხადა სეუდიუმ ჟურნალისტებს.

სააგენტო „რია ნოვოსტის“ განცხადებით, პარასკევს, კოსოვოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ნაწილობრივ გაახმაურა თავისი ვერდიქტი, რომლის თანახმად, სეიდიუმ დაარღვია კონსტიტუცია და 2006 წელს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, შეინარჩუნა პოლიტიკური პარტია „კოსოვოს დემოკრატიული ლიგის“ ხელმძღვანელის პოსტი. 

„მე დარწმუნებული ვიყავი, რომ პარტიის ხელმძღვანელის პოსტზე ჩემი ყოფნა არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლომ სხვაგვარად გადაწყვიტა და მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა სეიდიუმ. 

კოსოვოს კონსტიტუციის თანახმად, სეიდიუს გადადგომის შემთხვევაში ქვეყნის ახალი ხელმძღვანელის არჩევამდე, პრეზიდენტის მოვალეობას პარლამენტის სპიკერი იაკუპ კრასნიჩი შეასრულებს.

2008 წლის 17 თებერვალს სერბეთის სამხრეთ მხარის, კოსოვოს ალბანელმა ხელისუფლებამ აშშ–სა და ევროკავშირის რიგი ქვეყნების მხარდაჭერით ბელგრადისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, დღემდე სახელმწიფო გაეროს 192 წევრი–ქვეყნიდან 70 ქვეყანამ აღიარა. 

საიდიუ გაწონასწორებულ პოლიტიკოსად ითვლება. სეიდიუ პრეზიდენტად კოსოვოს პარლამენტმა 2006 წლის 10 თებერვალს, იბრაგიმ რუგოვის გარდაცვალების შემდეგ აირჩია.

სეიდიუ ფლობს ინგლისურ და ფრანგულ ენებს. ყავს მეუღლე და სამი შვილი.

0