მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ესპანეთის თავდაცვის მინისტრი სომალის პეზიდენტთან მეკობრეობის პრობლემას განიხილავს

გამოწერა
ომალის პრეზდენტი მონაწილოებას მიიღებს სომალის საკითხზე საერთაშორისო კონტაქტური ჯგუფის XVIII შეხვედრაში, რომელიც ესპანეთის დედაქალაქში 27–28 სექტემბერს გაიმართება, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“.

მადრიდი, 27 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. ორშაბათს მადრიდში ესპანეთის თავდაცვის მინისტრი კარმე ჩაკონი შეხვდება სომალის პრეზიდენტს, შეიხ შარიფ ახმედ შარიფს (Sharif Ahmed Sharif), რათა განიხილოს მეკობრეობასთან ბრძოლის პრობლემები, იუწყება ესპანური საინფორმაციო სააგენტო EFE.

სომალის პრეზდენტი მონაწილოებას მიიღებს სომალის საკითხზე საერთაშორისო კონტაქტური ჯგუფის XVIII შეხვედრაში, რომელიც ესპანეთის დედაქალაქში 27–28 სექტემბერს გაიმართება, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“.

სომალის საკითხზე საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფი 2006 წელს გაეროში აშშ–სა და ნორვეგიის ინიციატივით შეიქმნა. ამჟამად მასში შედიან 45 ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები: საერთაშორისო დონის მაღალი თანამდებობის პირები, ექსპერტები, დიპლომატები. როგორც წესი, ჯგუფი სამ თავეში ერთხელ იკრიბება იმისათვის, რათა შეაფასოს სომალიში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია. ჯგუფს გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ტანზანიელი დიპლომატი ავგუსტინ ფილიპ მახიგა (Augustine Philip Mahiga) ხელმძღვანელობს. ჯგუფის ბოლო შეხვედრა აპრილში, კაიროში შედგა. 

როგორც ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, სომალის წყლებში მეკობერეობის პრობლემა არ არის პრიორიტეტული საკონტაქტო ჯგუფისთვის, თუმცა, მადრიდში ის მაინც განიხილება. 

ესპანეთი აქტიურად მონაწილეობს ევროპულ ანტიტერორისტულ ოპერაცია „ატლანტაში“. ამჟამად ინდოეთის ოკეანის და ადენის ყურის ზონებში ორი ესპანური სამხედრო გემი – „გალისია“ და „ინფანტა კრისტინა“ და სამხედრო სადაზვერვო თვითმფრინავი P3-Orion იმყოფება.

საერთაშორისო საზღვაო ბიუროს მონაცემებით, 2010 წლის პირველ ნახევარში ადენის სრუტეში თავდასხმების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. საანგარიშო პერიოდში იქ 33 თავდასხმა მოხდა, მაშინ როცა, 2009 წლის იანვარივნისში – 86. საზღვაო ბიურო სრუტეში მეკობრეების აქტიურობის შემცირებას მრავალი სახელმწიფოს სამხედროსაზღვაო ძალების ყოფნით ხსნის

პარასკევს ესპანურმა გემმა „გალისიამ“ მეკობრეთა თავდასხმისგან იხსნა კენიის თევზმჭერი გემი და ტყვედ აიყვანა ოთხი მეკობრე, რომლებსაც უახლოეს დროში კენიას გადასცემს. 

8 სექტემბერს სომალის ნაპირებთან მეკობრეებმა მალტის დროშის ქვეშ მცურავი სავაჭრო გემი MV OLIB G დააკავეს. გემის ეკიპაჟი საქართველოს 15 და თურქეთის 3 მოქალაქისგან შედგება. 12 სექტემბერს სომალელი მეკობრეები გემის მფლობელს დაუკავშირდნენ. საქართველოში ბერძნული გემფლობელობის კომპანიის FRIO VENTURES–ის წარმომადგენელმა, კომპანია „გრინვიჩ 21“–ის დირექტორმა სერგო დევაძემ „ახალი ამბები – საქართველოს“ განუცხადა, რომ მეზღვაურები, შესაძლოა, სამ–ოთხ კვირაში გაათავისუფლონ. ეკიპაჟის წევრთა დიდი ნაწილი აჭარიდან არის. მანამდე, დევაძემ განუცხადა „ახალი ამბები – საქართველოს“, რომ გემის მფლობელმა კომპანიამ უკვე დაიქირავა ადვოკატები, რომლებიც მეკობრეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. გატაცებულ მეზღვაურებს შორის არის სერგო დევაძის ვაჟიც, რომელიც გემზე კაპიტნის თანაშემწედ მუშაობს.

ყველა ახალი ამბავი
0