ევროკავშირი განწირულია მარცხისთვის

0
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
2004 წლის მაისში ევროკავშირში ათი ქვეყანა იქნა მიღებული – უნგრეთი, პოლონეთი, სლოვენია, სლოვაკია, ჩეხეთი, კვიპროსი, მალტა, ლატვია, ლიტვა და ესტონეთი. 2007 წელს ევროკავშირის წევრები გახდნენ ბულგარეთი და რუმინეთი.

ბრიუსელი, 26 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. ევროპული კავშირი,როგორც რეგიონული ორგანიზაცია განწირულია მარცხისთვის, მიიჩნევს საფრანგეთის ექს–პრემიერი ედუარდ ბალადიური, რომელიც ცნობილია როგორც ევროპული ინტეგრაციის მომხრე.

მისი თქმით, ევროპული ქვეყნების კავშირი საფრთხის ქვეშ გაფართოების შედეგად მოხვდა, რომლის შესახებ გადაწყვეტილება „საკმაოდ დაჩქარებულად“ იქნა მიღებული.

2004 წლის მაისში ევროკავშირში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ათი ქვეყანა იქნა მიღებული – უნგრეთი, პოლონეთი, სლოვენია, სლოვაკია, ჩეხეთი, კვიპროსი, მალტა, ლატვია, ლიტვა და ესტონეთი. 2007 წელს ევროკავშირის წევრები გახდნენ ბულგარეთი და რუმინეთი. 

როგორც ბალადიურმა ფრანგულ გაზეთ Le Monde–თან ინტერვიუში განაცხადა, „27 ქვეყანას ძალზე განსხვავებული სოციალური და იურიდიული სისტემები გააჩნიათ“. „ჩვენ ვზიდავთ ჩვენს თავზე გაფართოების ტვირთს, რომელიც საკმაოდ დაჩქარებულად იქნა მიღებული“, – აცხადებს ის.

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრის აზრით, „2009 წლის 1 დეკემბრიდან ძალაში შესული ლისაბონის შეთანხმება, რომელიც მოწოდებულია, შექმნას ინსტიტუციური საფუძველი გაფართოებული ევროკავშირის მართვისთვის, პირიქით, იწვევს „ხელისუფლების დეგრადაციას“ გასული საუკუნის 50–იან წლებში შექმნილ ზენაციონალური ინსტიტუტების სტრუქტურით, რომელიც „საკმაოდ მძიმეწონიანი“ გახდა“, –  იუწყება „რია ნოვოსტი“.

0