სამხედრო-საზღვაო ძალებმა ადენის სრუტეში მეკობრეების მიერ გატაცებული გემი გაათავისუფლეს, რომელზეც რუსი მეზღვაურები იმყოფებოდნენ

5
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
ხუთშაბათს სამხედრო გემებმა, რომლებიც ადენის სრუტეს აკონტროლებენ, გაათავისუფლეს მეკობრეების მიერ გატაცებული გერმანული კონტეინერმზიდი Magellan Star, რომლის ბირტზე ორი რუსი მეზღვაური იმყოფებოდა, იუწყება სააგენტო DPA გემის მფლობელი კომპანიის Magellan Chartering Services ინფორმაციაზე დაყრდნობით.

 

сомалийский пират

თბილისი, 9 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. ხუთშაბათს სამხედრო გემებმა, რომლებიც ადენის სრუტეს აკონტროლებენ, გაათავისუფლეს მეკობრეების მიერ გატაცებული გერმანული კონტეინერმზიდი Magellan Star, რომლის ბირტზე ორი რუსი მეზღვაური იმყოფებოდა, იუწყება სააგენტო DPA გემის მფლობელი კომპანიის Magellan Chartering Services ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ოპერაციის დეტალები არ ხმოვანდება.

სომალელმა მეკობრეებმა გემი ოთხშაბათს დილით გაიტაცეს.

სულ გემის ბორტზე, რომელიც ანტიგუას დროშის ქვეშ ცურავდა, 11 ადამიანი იმყოფებოდა - ექვსი ფილიპინელი, ორი რუსი, ორი უკრაინის მოქალაქე, ერთი - პოლონეთის და ერთი - ბულგარეთის, იუწყება სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

ასევე ოთხშაბათს სომალის ნაპირებთან მეკობრეებმა მალტის დროშის ქვეშ მცურავი სავაჭრო გემი MV OLIB G დააკავეს. გემის ეკიპაჟი საქართველოს 15 და თურქეთის 3 მოქალაქისგან შედგება. ამ გემის გათავისუფლება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

საერთაშორისო საზღვაო ბიუროს მონაცემებით, უშუალოდ ადენის სრუტეში თავდასხმების რაოდენობა 2010 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად შემცირდა. საერთაშორისო საზოგადოება სომალიში არსებული ვითარებით მხოლოდ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შეშფოთდა სერიოზულად, როდესაც ჯერ კიდევ 1991 წელს გაყოფილი ეს ქვეყანა საზღვაო მეკობრეობის საერთაშორისო ცენტრად გადაიქცა.

სომალის ნაპირებთან მეკობრეობასთან ბრძოლა, ძირითადად, ხორციელება 2008 წლიდან წარმოებული ევროკავშირის სამხედრო–საზღვაო მისიის „ატალანტას“ და 2009 წელს დაწყებული ნატოს ოპერაციის Ocean Shield–ის ფარგლებში. Ocean Shield–ის ოპერაციის დროს, პირველადი ამოცანის – მეკობრეობასთან ბრძოლის გარდა, ნავარაუდევია აგრეთვე დახმარების გაწევა რეგიონის ქვეყნებისთვის, მეკობრეების საწინააღმდეგო საკუთარი ზომების ამოქმედებაში. 

 

5