მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ყაზახეთში იწყება შანხაის ორგანიზაციის თანამშრომლობის ქვეყნების ანტიტერორისტული სწავლება

გამოწერა
სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს რუსეთის, ჩინეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის დ ა ყირგიზეთის შეიარაღებული ძალების დაახლოებით 5 ათასი სმხედრო მოსამახურე.

მოსკოვი, 9 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. ხუთშაბათს ყაზახეთში, მატიბულაკის საერთო საჯარისო პოლიგონზე სტარტს იღებს შანხაის ორგანიზაციის თანამშრომლობის წევრი–ქვეყნების ერთობლივი ანტიტერორისტული სწავლება „მშვიდობიანი მისია – 2010“.

სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს რუსეთის, ჩინეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის დ ა ყირგიზეთის შეიარაღებული ძალების დაახლოებით 5 ათასი სმხედრო მოსამახურე, იუწყება „რია ნოვოსტი“. 

რუსეთის მხრიდან სწავლებაში ჩრთულია ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე 21–ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადიდან, რომელიც ორენბურგის მხარეშია დისლოცირებული და რომლის არსენალშიც დაახლოებით 130 ერთეული ჯავშანტექნიკა ირიცხება, აქედან 100–ზე მეტი – საავტომობილო. ჰაერიდან ხელშეწყობის მიზნით ამოქმედებული იქნება 10 თვითნმფრიავი და ვერტმფრენები: საფრონტო ბომბდამშენები სუ–24, მოიერიშე სუ–25 და სატრანსორტო ვერტმფრენები მი–8.

სწავლება „მშვიდობიანი მისია – 2010“ სამ ეტაპად ჩატარდება და 17 დღე–ღამეს გასტანს. 

შანხაის ორგანიზაციის თანამშრომლობის წევრი–ქვეყნების ერთობლივი ანტიტერორისტული სწავლების „მშვიდობიანი მისია – 2010“ აქტიური ფაზა 24 სექტემბერს გაიმართება. 

ყველა ახალი ამბავი
0