8 სექტემბერს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ქალაქების სოლიდარობის დღე აღინიშნება

6
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
8 სექტემბერს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ქალაქების სოლიდარობის დღე აღინიშნება. ეს დღე 1995 წლიდან, მსოფლიო მემკვიდრეობის ქალაქების ორგანიზაციის საერთაშორისო არასახელმწიფო ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაციის შექმნის (1993 წელს) შემდეგ აღინიშნება.

 

თბილისი, 8 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. 8 სექტემბერს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ქალაქების სოლიდარობის დღე აღინიშნება. ეს დღე 1995 წლიდან, მსოფლიო მემკვიდრეობის ქალაქების ორგანიზაციის საერთაშორისო არასახელმწიფო ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაციის შექმნის (1993 წელს) შემდეგ აღინიშნება.

მსოფლიო მემკვიდრეობის ქალაქების ორგანიზაცია 200-ზე მეტ ქალაქს მოიცავს, რომელთა ტერიტორიებზეც განთავსებულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ჩართული ობიექტები.

ორგანიზაციის მთავარი მიზანია მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის კონვენციის და ისტორიული ქალაქების და რეგიონების დაცვის შესახებ ქარტიის შესრულების ხელშეწყობა, ორგანიზაციის წევრებს შორის თანამშრომლობის და ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა, ამავე მიზნების მქონე სხვა საერთაშორისო და რეგიონულ ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება და გამტკიცება.

ორგანიზაციის შტაბ-ბინა კვებეკშია (კანადა) განთავსებული.

1991 წლის ივლისში კვებეკში მსოფლიო მემკვიდრეობის ქალაქების პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდა. 1993 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ტარდება მსოფლიო მემკვიდრეობის ქალაქების ორგანიზაციის კონგრესი.

ეს უნიკალური ფორუმი კრებს სახელმწიფო მოღვაწეებს, პოლიტიკოსებს და სპეციალისტებს, რომლებიც ისტორიული ქალაქების დაცვით არიან დაკავებულები და განსაკუთრებით იმ ქალაქების, რომელთა ისტორიულ-კულტურული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია ჩართული.

6