მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

8 სექტემბერს ჟურნალისტთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეა

გამოწერა
ეს დღე ჩეხი ჟურნალისტის იულიუს ფუჩიკის პატივსაცემად დაწესდა, რომელიც 1943 წლის 8 სექტემბერს ჰიტლერელებმა დახვრიტეს. ფუჩიკი მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა თავისი წიგნით „ყულფჩამოცმულის რეპორტაჟი“.

თბილისი, 8 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. ოთხშაბათს, 8 სექტემბერს ჟურნალისტთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც 1958 წელს ბუქარესტში ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციის მე–4 კონგრესზე დაწესდა.

ეს დღე ჩეხი ჟურნალისტის იულიუს ფუჩიკის პატივსაცემად დაწესდა, რომელიც 1943 წლის 8 სექტემბერს ჰიტლერელებმა დახვრიტეს. ფუჩიკი მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა თავისი წიგნით „ყულფჩამოცმულის რეპორტაჟი“, რომელიც მან პრაღის ციხეში ყოფნისას დაწერა. მისი სიკვდილის შემდეგ წიგნი მსოფლიოს 70 ენაზე ითარგმნა, ხოლო 1958 წლიდან, ფუჩიკის გარდაცვალების დღე აღინიშნება როგორც ჟურნალისტთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე.

ჟურნალისტიკა მთელ მსოფლიოში კვლავ რჩება ერთ–ერთ საშიშ პროფესიად. პლანეტის თითქმის ყველა კუთხეში ყოველწლიურად ჟურნალისტებზე ხორციელდება თავდასხმები, რომლებიც ზოგჯერ სიკვდილით სრულდება.  

2010 წლის 11 თებერვალს პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გასული ათწლულების განმავლობაში 735 ჟურნალისტი დაიღუპა სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას. მათგან 170 ერაყში იქნა მოკლული. ეს ქვეყანა ყველაზე საშიში იყო რეპორტიორებიუსთვის.  

საშიში ქვეყნების სიაში შემდეგი თანმიმდევრობით მოდიან ფილიპინები – სადაც 93 ჟურნალისტია დაღუპული, მესამე ადგილზე კოლუმბიაა – 53 ჟურნალისტი, მეოთხე ადგილს მექსიკა იკავებს – 38 ჟურნალისტი, რუსეთი კი მეხუთე ადგილზეა. IPI–ს ცნობით, რუსეთში 2000–2009 წლებში მოკლული იქნა 35 ჟურნალისტი. 

2009 წელს მსოფლიოში ძალადობრივი სიკვდილით 110 ჟურნალისტია დაღუპული, აქედან 5 რუსეთზე მოდის.

ყველა ახალი ამბავი
0